15 ივლისი, 2016
კრისტინა სისოევა ნიცას ტერაქტზე - „ვწუხვარ, რომ ფეიერვერკი გადაიდო“
ბრიტანელი მილიარდერის ყოფილი კანონიერი ცოლი წუხს, რომ საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტმა იახტაზე გასერინებაში ხელი შეუშალა.

საფრანგეთში მომხდარმა საშინელმა ტრაგედიამ, რომელმაც უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა, მთელი მსოფლიოს მოქალაქეები გააერთიანა.

დაღუპულთა მისამართით მწუხარებას სოციალური ქსელის მილიონობით მომხმარებელი გამოთქვამს. თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მომხდარს გულგრილად მოეკიდნენ.

ბრიტანელი მილიარდერის ყოფილი ცოლი, 35 წლის კრისტინა სისოევა მომხდარის დროს იახტაზე ვახშმობდა. სოციალურ ქსელში გოგონა წერს, რომ მან და მისმა მეგობრებმა ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო ფეიერვერკის ნახვა ვერ მოახერხეს:

"მე კარგად ვარ, მაგრამ ვწუხვარ,
რომ სენ-ტროპეში ფეიერვერკი გადადეს. უამრავი დაცვა გვყავს, ყველაფერი არაჩვეულებრივადაა! ჩვენ იახტაზე ვისვენებდით, ვვახშმობდით, როცა ფრანგი მოვიდა და გვითხრა, რომ ტერაქტი მოხდა და იახტა უნდა დაგვეტოვებინა და ნაპირზე დაბრუნება მოგვიხდა, ამინდიც ცუდია. ხასიათი გაგვიფუჭდა, ფეიერვერკის ნახვა ძალიან გვინდოდა, მაგრამ ეს საშინელება მოხდა და ფეიერვერკი გადადეს.

მე არაჩვეულებრივი მცველები მყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი ბრილიანტებით ქუჩაში ვერ გავალ. მინიმუმ ორი მცველი მჭირდება, რომ ჩემი ძვირფასეულობა დაიცვას".

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
გიო
არადა მაგარი ქალია, ეს ქალები რა შურიანები ხართ :)) თქვენ რას გავხართ ერთი უნდა ნახოს კაცმა
16:58 / 20-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ჰმ
რას გავს ანორექსიანი! ცხვირი პირი ზუზუ ყველაფერი ნაოპერაციები მარა კი გამოუჭერია მილიონერი, ამ კაცებს ტუ ტვინი ქონდეტ!!! არა უშავს სისოევა ხვალ შეიზლება შენ მოხვდე ეგეტ აქტში და სხვაც ეგრე იტყვის, ცხოვრება გრზელდება
16:58 / 19-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
ნაგავი, ვითომ ადამიანი.
13:12 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რატო ტერაქტის ეპიცენტრში არ იყავი შენი ბრილიანტებით?!!
13:02 / 16-07-2016
გამოხმაურება / 0 /
111
ქალს მაინც გავდეს.შებოლილი ვობლა!
00:01 / 16-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS