80 წლის მსახიობმა 36 წლის პიანისტზე, ვიტალინა ციმბალუკ-რომანოვსკაიაზე იქორწინა, რომელიც არმენ ჯიგარხანიანის თეატრის დირექტორი გახლავთ.
როგორც გაირკვა წყვილი უკვე 15 წელია ერთადაა, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ.
რომანი მაშინ დაიწყო, როცა ჯიგარხანიანი 65 წლის იყო, მისი მეგობარი გოგონა კი 21-ის.
ვიტალინა ჰყვება, რომ არმენმა თავად შესთავაზა დაქორწინება, რადგან ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს, მასზე ახლობელი ადამიანი კი არ ჰყავს. მართლაც,
ახლა ციმბალუკ-რომანოვსკაია ინსტაგრამზე ოჯახური ცხოვრების ფოტოსიახლეებს გვიზიარებს. წყვილი ბარსელონაში ისვენებს და როგორც ფოტოებიდან ჩანს, დროს შესანიშნავად ატარებენ.




ნაოკო ვატანაბე