14 ივლისი, 2016
80 წლის ჯიგარხანიანი ახალგაზრდა ცოლთან ერთად ესპანეთში დასასვენებლად გაემგზავრა
ამ წლის ზამთარში, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა, არმენ ჯიგარხანიანმა ძალიან ახალგაზრდა ცოლი შეირთო და ყველა გააოცა.

80 წლის მსახიობმა 36 წლის პიანისტზე, ვიტალინა ციმბალუკ-რომანოვსკაიაზე იქორწინა, რომელიც არმენ ჯიგარხანიანის თეატრის დირექტორი გახლავთ.

როგორც გაირკვა წყვილი უკვე 15 წელია ერთადაა, თუმცა ამაზე საჯაროდ არ საუბრობდნენ.

რომანი მაშინ დაიწყო, როცა ჯიგარხანიანი 65 წლის იყო, მისი მეგობარი გოგონა კი 21-ის.

ვიტალინა ჰყვება, რომ არმენმა თავად შესთავაზა დაქორწინება, რადგან ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობს, მასზე ახლობელი ადამიანი კი არ ჰყავს. მართლაც,
ქორწინებიდან ერთ კვირაში, ჯიგარხანიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მიკრო ინფაქტის დიაგნოზით.

ახლა ციმბალუკ-რომანოვსკაია ინსტაგრამზე ოჯახური ცხოვრების ფოტოსიახლეებს გვიზიარებს. წყვილი ბარსელონაში ისვენებს და როგორც ფოტოებიდან ჩანს, დროს შესანიშნავად ატარებენ.Rating
RatingRatingRating





















































































ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS