21 სექტემბერი, 2013
არქეოლოგები მონა ლიზას საიდუმლოს არკვევენ
წერილებში, რომლებმაც დღემდე მოაღწია, ნახსენებია, რომ სწორედ ეს ქალი პოზირებდა ლეონარდოსთვის. ასევე ცნობილია, რომ იგი და ვინჩის სახლთან ახლოს ცხოვრობდა იტალიელი არქეოლოგები ფლორენციაში XV საუკუნეში მცხოვრები ვინმე ლიზა ჯერარდინის გვამის გამოკვლევას გეგმავენ. არქეოლოგები და ისტორიკოსები დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ის არის გამოსახული დიდებული ლეონარდო და ვინჩის სურათზე „მონა ლიზა“ („ჯოკონდა“).

ჯერარდინის საგვარეულო აკლდამის გათხრები სინათლეს მოჰფენს აღორძინების ეპოქის ერთერთ ყველაზე მთავარ საიდუმლოს. თუმცა იმის შესახებ, მაინც ვისი იდუმალი ღიმილი აგიჟებს მთელ მსოფლიოში ხელოვნებათმცოდნეებსა და ფერწერის დამფასებლებს,
მალე არ იქნება ცნობილი.

არქეოლოგების წინაშე არც ისე მარტივი ამოცანაა - სპეციალისტებმა ჯერ გვამის ნაშთის ექსჰუმაცია უნდა მოახდინონ, მერე კი მისი გარეგნობის აღდგენის ხანგრძლივი სამუშაო ელით. წერილებში, რომლებმაც დღემდე მოაღწია, ნახსენებია, რომ სწორედ ეს ქალი პოზირებდა ლეონარდოსთვის. ასევე ცნობილია, რომ იგი და ვინჩის სახლთან ახლოს ცხოვრობდა.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS