13 ივლისი, 2016
როგორ გახდა სიგრძეზე მხტომელი რუსი სპორტსმენი დარია კლიშინა "სამშობლოს მოღალატე"
ერთადერთი რუსი სიგრძეზე მხტომელი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიადა - 2016 - ზე გამოსვლის უფლება მოიპოვა სოციალური ქსელის მომხმარებლის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ასოციაციამ, რუს სპორტსმენებს უფლება მისცა საერთაშორისი გასაუბრებებზე მონაწილეობა ინდივიდუალურად მიეღოთ. მათ უნდა დაემტკიცებინათ, რომ დოპინგის სკანდალში, რის გამოც რუსი სპორტსმენების მთელს გუნდ დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, მონაწილეობას არ იღებდნენ.

10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ IAAF - მა 68 სპორტსმენიდან 67-ს უარი გამოუცხადა, მათ შორის მოხვდნენ სიგრძეზე ხტომაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ელენა ისინბაევა და
მოქმედი ჩემპიონი სირბილში სერგეი შუბენკოვი. 

ერთადერთი გამონაკლისი, რუსი სპორტსმენი სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა აღმოჩნდა, რომელიც ბოლო წლებია აშშ-ში ცხოვრობს და ვარჯიშობს. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მაღალჩინოსნებისთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა იმისთვის, რომ დარიას "სისუფთავეში" დარწმუნებულიყვნენ.

ამასთან, IAAF-ი ითხოვს, რომ კლიშინა გამოვიდეს არა მშობლიური დროშის ქვეშ, არამედ როგორც "ნეიტრალური" სპორტსმენი.

ამ ყველაფრის შემდეგ რუსი სპორტსმენი სამშობლოში ქვეყნის მოღალატედ ცნეს.

თავად დარია კლიშინა ამაზე განცხადებას აკეთებს, სადაც საუბრობს, რომ მისი სამშობლოს მოღალატედ შერაცხვა არასამართლიანია:

"ამ ეტაპზე ისე გამოვიდა, რომ IAAF-ის სტანდარტები მე დავაკმაყოფილე. მინდა აღვნიშნო, რომ აშშ-ში ამერიკელ მწვრთნელთან ვარჯიში, ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე არ დამიწყია. მე აქ უკვე 3 წელია ვცხოვრობ. ამიტომ ჩემი ლანძღვა და სამშობლოს მოღალატედ ცნობა ამისთვის ვფიქრობ, არასამართლიანია.

ბოლომდე მჯერა და ველოდები, რომ რიოში მარტო წასვლა არ მომიწევს. მინდა მჯეროდეს, რომ სპორტული არბიტრაჟი ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს" - წერს დარია კლიშინა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
gio
რა კარგი ხარ შე ოხერო შენა
01:19 / 15-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS