13 ივლისი, 2016
წლის ქორწილი - ბასტიან შვაინშტაიგერმა ჩოგბურთელ ლამაზმანზე იქორწინა
12 ივლისს ვენეციაში გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ბასტიან შვაინშტაიგერისა და სერბი ჩოგბურთელის ანა ივანოვიჩის ქორწილი გაიმართა.

2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონი და "როლან გაროსის" 2008 წლის გამარჯვებული ერთმანეთს 2014 წლის ზაფხულიდან ხვდებიან.

ახლადდაქორწინებულმა წყვილმა ნავითა და ეტლით გაისეირნა. საღამოსთვის კი გრანდიოზული წვეულება მოეწყო.

Rating
ქორწილს ესწრებოდნენ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთვნელი იოახიმ ლევი, "ბავარიის" ყოფილი პრეზიდენტი ული ხენესი და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ტომას მიულერი.

წვეულება 7 ვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა.


Rating



















Rating





































ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS