08 ივლისი, 2016
კიმ კარდაშიანის მორიგი სკანდალური ფოტო საცურაო კოსტიუმში - როგორ დაიკლო ვარსკვლავმა 27 კგ
ბოლო დროს ვარსკვლავები თაყვანისმცემლებს სულ უფრო ხშირად ანებივრებენ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოებით. გამონაკლისი არც სელფების დედოფალი, კიმ კარდაშიანია.

გუშინ კენიე უესტის მეუღლე ინსტაგრამზე შავ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა და ზედმეტ წონასთან ბრძოლის მორიგი წარმატების დემონსტრირება მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, კიმმა ღიად ისაუბრა, რომ აქტიურად აპირებდა ზედმეტი წონისთვის მიეხედა და დაებრუნებინა წონა, რომელიც მომავალ ქმართან შეხვედრამდე ჰქონდა.

კარდაშიანის თქმით, მან 27 კილოგრამი დაიკლო: "ბავშვების გაჩენისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომ წონაში უნდა დამეკლო, თავი
უკეთ ვიგრძენი. ისეთი განცდაა, თითქოს თავიდან დავიბადე და შედეგით ძალიან ვამაყობ" - გამოტყდა რეალითი შოუს ვარსკვლავი.

ზედმეტ წონასთან გამკლავებაში კიმს ატკინსის დაბალი ნახშირწყლების დიეტა და რეგულარული ვარჯიშები დაეხმარა.

Rating

ნაოკო ვატანაბე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ფუფ
უმახინჯესი ქალია. რას გვატენიან ამ უპროპორციოდ გასიებულ ქალებს ეტალონად.
07:44 / 10-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS