08 ივლისი, 2016
ერთმანეთისთვის შექმნილნი: 6 ფილმი ყველაზე ლამაზი წყვილებით
ფილმებში ბევრი კოლორიტული წყვილია, რომლებსაც გინდება, რომ ჰგავდე... ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე ლამაზი, დასამახსოვრებელი და გაბედული წყვილები - საუკეთესო კინოფილმებიდან.

1. დრო
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ერთადერთი ვალუტა - დროა. ის თავის წესებს გკარნახობთ. გინდათ ავტობუსით იმგზავროთ? - ეს თქვენი ცხოვრების 2 საათი ღირს. ძვირია, მაგრამ ამ სამყაროში ყველა მუდამ ახალგაზრდაა. ახალგაზრდობაც ფასიანია.
არაორდინარული ისტორია, სადაც ახალგაზრდა და ლამაზ ამანდა სეიფრიდს და ჯასტინ თიმბერლეიქს მოუწევთ სასტიკ სისტემასთან შებრძოლება.

ფილმებში ბევრი კოლორიტული წყვილია, რომლებსაც გინდება, რომ ჰგავდე... ჩვენ
შევარჩიეთ ყველაზე ლამაზი, დასამახსოვრებელი და გაბედული წყვილები - საუკეთესო კინოფილმებიდან.

2. რომეო და ჯულიეტა
ყველასათვის ნაცნობი სიუჟეტი თანამედროვე ეპოქაში ვითარდება. ნარკომანები და ქუჩის ავაზაკები შექსპირის სტრიქონებით საუბრობენ - Radiohead-ის საუნდთრეკის ფონზე. ლეონარდო დიკაპრიოსა და კლერ დეინსის ფინალური მონოლოგი კი სულით-ხორცამდე შეგძრავთ...

3. ერთხელ ვეგასში
"ის, რაც იყო ვეგასში, დარჩევა ვეგასში!" ჯოი და ჯეკი მხიარული ღამის შემდეგ "ცოდვების ქალაქში" იღვიძებენ და საინტერესო ფაქტს აღმოაჩენენ. წინა ღამით მათ დიდი ჯეკ-პოტი მოიგეს და დაქორწინდნენ. ფხიზელი გონებით ორივე იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოიშორონ "მეორე ნახევარი" და მთელი კუში დაიტოვონ ყოველგვარი გაყოფის გარეშე...
იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS