07 ივლისი, 2016
69 წლის სილვესტერ სტალონეს ულამაზესი ქალიშვილები ჰყავს
სილვესტერ სტალონე მსოფლიოში ცნობილი მსახიობი და 3 არაჩვეულებრივი ქალიშვილის მამაა. რთულად სათქმელია გამოვყოთ, რომელი უფრო ლამაზია.

69 წლის სტალონე კი მათთან გადაღებულ ფოტოებს ხშირად აზიარებს საკუთარ  Instagram გვერდზე.

"უბრალოდ საკუთარი ტელეფონის დაბრუნებს ვცდილობ" - ასე ასათაურებს მსახიობი ფოტოს.

როგორც ჩანს სურათების გადაღების სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცათ.

ამ კადრზე მამა წერს: "სამი ვარდი და ერთი სარეველა".
Rating
სტალონეს უფროსი ქალიშვილი - 19 წლის სოფია, მსახიობ ჯენიფერ ფლავინისგან ჰყავს.

სოფია 2012 წლიდან, პრესასთან თითქმის არ ურთიერთობს, მას შემდეგ, რაც
გულის ოპერაცია გაიკეთა, როცა მისი ნახევარ ძმა სეიჯი გულის გართულებებით ტრაგიკულად დაიღუპა.

გოგონა გულის უკმარისობით დაიბადა და პირველი ოპერაცია ორი თვისას გაუკეთეს. დედა აღნიშნავს, რომ სოფიას ძალიან უყვარს ფილმები, ბევრს კითხულობს და სილვესტერს ყველაზე მეტად ჰგავს.

17 წლის სისტინი - სტალონეს შუათანა ქალიშვილია. გოგონა დედის კვალს მიჰყვება, რომელიც ახალგაზრდობაში მოდელად მუშაობდა. სისტინს კონტრაქტი აქვს გაფორმებული IMG models -თან.

უმცროსი ქალიშვილი -13 წლის სკარლეტი. როგორც მამის Instagram-დან ჩანს, მას მამისგან სპორტული უნარები მემკვიდრეობით ერგო.
Rating
ჯენიფერ ფლავინი - სილვესტერ სტალონეს მესამე ცოლია, რომელზეც 1997 წელს იქორწინა. ფლავინი სტალონეზე 22 წლით უმცროსია. ქორწილამდე წყვილი ერთმანეთს 9 წელი ხვდებოდა.

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS