07 ივლისი, 2016
იმიჯშეცვლილ ტუბა ბუიუკუსტუნს და თურქ ბრედ პიტს მალე ერთ სერიალში ვიხილავთ - 5 ივლისს ტუბას დაბადების დღე მსოფლიომ მიულოცა
ცნობილმა თურქმა მსახიობმა ტუბა ბუიუკუსტუნმა, რომელიც საქართველოში ცნობილი გახდა სერიალით "ასი", იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. როგორც ჩანს მსახიობს ცვლილებები არ აშინებს.

ტუბამ საოცრად მომხიბვლელი თმა შეიჭრა და საზოგადოებაში მოკლე თმით გამოჩნდა.

Rating

იმიჯშეცვლილი ტუბა ბუიუკუსტუნი, თურქ ბრედ პიტთან, კივანჩ ტატლიტუგთან ერთად ახალი სერიალის გადაღებებისთვის ემზადება. როგორც ჩანს მაყურებელს ძალიან საინტერესო სანახაობა ელის, რადგან სცენარი საკმაოდ დამაინტრიგებელია.

ცნობილი გახდა, რომ კივანჩი პროფესიონალი მსროლელის როლს შეასრულებს, რომელიც საკუთარ მამასთან, სერიულ მკვლელთან მუშაობს. მკვლელის მიზანი, გოგონას მოკვლაა, რომელსაც ტუბა ბუიუკუსტუნი
განასახარიებეს, თუმცა გმირებს ერთამნეთი შეუყვარდებათ.
ამ სიყვარულის ისტორიაში მაყურებელი ნახავს რომელი იმარჯვებს ამ სამყაროში - შავი თუ თეთრი.

Rating
















რაც შეეხება ტუბას პირად ცხოვრებას, ცოტახნის წინ, ბუიკუსტუნმა საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალა და ოჯახთან ერთად საფრანგეთში სამუდამოდ გადავიდა. თვლის, რომ აქ ქმართან და შვილებთან ერთად უფრო უსაფრთხოდ იცხოვრებს.

2016 წლის აპრილში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ტუბას ოჯახის დანგრევის ამბავმა მოიცვა. ტუბამ და ონურმა ამაზე განცხადება თავად გააკეთეს და ინტერვიუში დაადასტურეს, რომ გავრცელებული ამბავი ჭორია და წყვილი კვლავ ერთადაა.

შეგახსენებთ, რომ ტუბა ბუიუკუსტუნის მეუღლე ონურ საილაკია, რომელიც მსახიობმა მიუზიკლზე ერთობლივი მუშაობის დროს გაიცნო. 2011 წლის ზაფხულში იქორწინეს და დღეს წყვილს ორი ტყუპი ქალიშვილი - მაია და ტოპრაკი ჰყავთ.

იმის გარდა, რომ ტუბა კარგი მსახიობია, ქველმოქმედებასაც ეწევა და სირიიდან დევნილებს ეხმარება.

Rating















"ჩემი სამსახური ფოკუსირებულია ბავშვებზე, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, ენისა თუ რელიგიის მიუხედავად. სწორედ სირიაშია ურთულესი მდგომარეობა, ბავშვები კი არაფერ შუაში არ არიან: მათ განათლება, სამედიცინო დახმარება და ბოლოს და ბოლოს სიცოცხლის უფლება სჭირდებათ" - ამბობს მსახიობი.

ასევე, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება ტუბა ბუიკუსტუნის დაბადების დღე. 5 ივლისს მსახიობს 34 წელი შეუსრულდა. როგორც თურქული მედია წერს, ლამაზმანის დაბადების დღის აღსანიშნავად, სხვადასხვა ქვეყნის 34 ქალაქიდან მისი თაყვანისმცემლები ერთ კლიპში გაერთიანდნენ და საყვარელ "კუმირს" სიმბოლურად, 34 სანთელი დაუნთეს. ლათინური ამერიკა, ევროპა, აშშ, ახლო აღმოსავლეთი და აზია, ეს ის ქვეყნებია, სადაც ბუიკუსტუნს ურიცხვი გულშემატკივარი ჰყავს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS