06 ივლისი, 2016
"შენი ზოდიაქოს ფერის" ვარსკვლავი ნესლიხან ატაგული დაინიშნა(+ ფოტოები)
სერიალის "დიდებული საუკუნე - კიოსემ სულთანი" მსახიობის, კადირ დოგულის პირად ცხოვრებას თაყვანისმცემლები აქტიურად ადევნებენ თვალყურს. კადირ დოგულის რჩეული, როგორც იცით სერიალის "შენი ზოდიაქოს ფერი" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ნიჰანის როლის შემსრულებელი, ლამაზმანი ნესლიხან ატაგულია.

კადირის არჩევანს თაყვანისმცემლები იწონებენ, რადგან გოგონა ძალიან ლამაზი და ნიჭიერი მსახიობია.

ცოტა ხნის წინ, ნესლიხანი და კადირი ოფიციალურად დაინიშნენ.

დაქორწინების დრო დადგა და ცნობილებმაც არ დააყოვნეს. წყვილმა ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად გააკეთეს. მათი თქმით, ქორწილი სერიალის პირველი სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში
შედგება.

ქორწილის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდა წყვილი ამ ამბავსაც მალე გვაუწყებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ვუსურვოთ!

Rating
Rating

Rating
Rating

Rating
ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS