07 მაისი, 2013
დემი მური თავისი შვილის ყოფილ შეყვარებულთან ცხოვრობს
ჰარი გასულ წელს დემის ქალიშვილ რუმერ უილისს ხვდებოდა. ახლა კი ლოველასი ბევერლი ჰილზში, დემის სახლში გადაბარგდა. თუ უცხოურ პრესას ვენდობით, დემი მურის ურთიერთობები ქალიშვილებთან ბოლო დროს ცოტა მოგვარდა. როგორც ჩანს, რუმერ, სკაუტ და ტალულა უილისებმა დედას აპატიეს მუდმივი გართობები და აღვირახსნილი ქცევები. თუმცა მას მერე, რაც პაპარაცებმა დემი თავისი შვილის ყოფილ მეგობარ ბიჭთან ერთად აღბეჭდეს ფირზე, საეჭვოა, შვილებმა დედასთან ურთიერთობა მოინდომონ. 

ჰოლივუდის 50 წლის ვარსკვლავი, რომელიც არაფრით თანხმდება განქორწინებაზე ახალგაზრდა ქმარ ეშტონ კატჩერს, ამჟამად 32
წლის ჰარი მორტონთან ცხოვრობს. ჰარი გასულ წელს დემის ქალიშვილ რუმერ უილისს ხვდებოდა. ახლა კი ლოველასი ბევერლი ჰილზში, დემის სახლში გადაბარგდა.

Ratingროგორც ვარსკვლავის მეგობრები ამბობენ, დემი მასზე გიჟდება. ჰარი მსახიობს თავს ახალგაზრდად აგრძნობინებს და ეჭვი არ ეპარება, რომ მათი ურთიერთობები დიდხანს გაგრძელდება.

სხვათა შორის, ეს სიმპათიური ახალგაზრდა ვაჟი თავის დროზე ლინდსი ლოჰანსაც ხვდებოდა. სავარაუდოდ, ის კარგად არის გამოწრთობილი ცნობილ ჰოლივუდელ ქალბატონებთან ურთიერთობაში.

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანო
თორე ეგ ბიჭი ხო მყავს რა! ბოლოსდაბოლოს დემი მურია და რა ასაკშიც უნდა იყოს, მაინც დემი იქნება
22:41 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
პინკი
ან ერთი რას გავს ან მეორე, ამ ბიჭს თვალები სად აქვს?
23:19 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS