02 ივლისი, 2016
61 წლის ორნელა მუტიმ იმიჯი კარდინალურად შეიცვალა და მიუხედავად ასაკისა საოცრად გამოიყურება
მიუხედავად ასაკისა, 61 წლის იტალიელ მსახიობს, ორნელა მუტის ექსპერიმენტები არ აშინებს და გარეგნობაში ცვლილებები თამამად შეაქვს. ცოტა ხნის წინ, აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯით გამოჩნდა და თაყვანისმცემლები გააოცა.

მსახიობმა ულამაზესი, ბუნებრივი წაბლისფერი თმა, ლურჯად შეიღება და მთელი ამ სილამაზით Instagram -ზე გამოჩნდა.

ის, თუ რამ აიძულა მსახიობს იმიჯის რადიკალური შეცვა, ამაზე არ საუბრობს. თუმცა, თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ორნელა მუტი ნებისმიერი იმიჯით კარგად გამოიყურება.

"შეუდარებელი ლამაზმანი"; "დიდებული"; "მხოლოდ მას შეუძლია თმა შეიღებოს და ნამდვილი სილამაზე შეინარჩუნოს" - ასე აფასებენ
ლამაზმან მსახიობს სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ამასთან, ეს ორნელა მუტის პირველი ექსპერიმენტი არ არის და გარეგნობაში ცვლილელები ხშირად შეაქვს. მანამდე საზოგადოებაში ვარდისფერი ხვეულებით გამოჩნდა.

Rating







ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინა
შესანიშნავი ქალია, ისეთი,90 წლის ასაკშიც რომ მომხიბვლელი და მიმზიდველი იქნება!
17:14 / 02-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS