01 ივლისი, 2016
სინდი კროუფორდი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ამაღელვებელ ფოტოს აქვეყნებს - დედა - შვილს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებთ
15 წლის კაია გერბერი დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.

სინდი კროუფორდის შვილებთან ურთიერთობა, ოჯახური იდილიის ნათელი მაგალითია. 60 წლის სუპერმოდელი, ასაკის მიუხედავად ქალიშვილსა და ვაჟს დიდი ენთუზიაზმით უდგას გვერდში და კაიას, სამოდელო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.


Rating


გოგონა დედას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პოდიუმზე დიდი მომავალი ელის. თუ რამდენად გამოჰყვა კაიას დედის გენები, ამის შეფასება თავად შეგიძლიათ მორიგ ფოტოზე, რომელიც სინდი კროუფორდმა საკუთარInstagram გვერდზე გამოაქვეყნა.


Rating
ფოტოზე დედა-შვილი, თეთრ სავარძელში, ერთნაირი, შავი სამოსით
პოზირებენ.

კომენტარებში სუპერმოდელი თაყვანისმცემლები წერენ, რომ გოგონებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებთ და ორივე შეუდარებლად გამოიყურება.


Rating


შეგახსენებთ, რომ კაია გერბერი, რომელსაც დედას ძალიან ამსგავსებენ, მოდური ჟურნალების გარეკანზე, პირველად 10 წლის ასაკში გამოჩნდა. სარეკლამო კომპანია, Young Versace -ს სახე გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ, გოგონამ პირველი კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგეტო IMG-სთან. ცოტა ხნის წინ კი, დებიუტი ჰქონდა ბრენდ Miu Miu-ს ფილმში, სადაც მთავარი გმირია.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS