ობამა, თუ შენ სირიას შეუტევ, პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდები. ამიტომაც, თუ შეიძლება, შეუტიე
ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის მრჩეველმა სტრატეგიის საკითხებში ალი-რეზა ფორგანიმ თავის ბლოგზე გამოაქვეყნა მუქარები აშშ-ისა და პირადად ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით.
იმუქრება, რომ თუ აშშ სირიას დაარტყამს, პრეზიდენტის ქალიშვილ ნატაშას გაიტაცებენ და გააუპატიურებენ. თავის ბლოგში ფერგანი წერს, რომ 21 საათის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიტაცებენ ამერიკის მაღალჩინოსანთა ნათესავებსა და ბავშვებს.
კიდევ 18 საათის შემდეგ აშშ-ის მთავრობა მიიღებს მათი ამპუტირებული კიდურების ფოტოებს. ბოლოს, ფორგანი აფრთხილებს
ობამას: ''მსოფლიოში ყველა მიხვდება, რომ თვითონ ობამა იმსახურებს ძალადობას. ობამა, თუ შენ სირიას შეუტევ, პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდები. ამიტომაც, თუ შეიძლება, შეუტიე!''
ჟურნალი ''რეიტინგი''