23 ივნისი, 2016
''აგვისტოს 5 დღის'' მსახიობი რობერტ ფრენდი დაქორწინდა გოგონაზე, რომელსაც ფეხები არ აქვს
''აგვისტოს 5 დღის'' მსახიობი 34 წლის ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი, დაქორწინდა. მისი რჩეული 39 წლის ემილი მალინია.

ცნობილია, რომ რუპერტი 2005 წლიდან 2010 წლამდე კირა ნაიტლის ხვდებოდა, მასთან დაშორების შემდეგ კი ემილის ხვდებოდა.

წყვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, რადგან ემილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა – მას ფეხები არ აქვს. ემილი ცნობილი სპორტსმენია, პარაოლიმპიადაზე გამოდის და სპეციალური პროთეზებით დარბის.

ემილი წარმატებული მოდელია და ხშირად იღებენ ცნობილი ჟურნალებისთვის.

ემილის სევდიანი ისტორია აქვს, მას ერთი წლისას მოაჭრეს ორივე ფეხი თანდაყოლილი მძიმე
დაავადების გამო. მშობლების წყალობით პროთეზებით რეალობასთან ადაპტირებაც მოახერხა. ემილი მისნაირი ადამიანებისთვის დიდ მაგალითად იქცა.

წყვილმა ვიწრო წრეში იქორწინა, ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ჟურნალისტების გარეშე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS