
სერიალი გამოსვლისთანავე, 30-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემოდა, მას შემდეგ არც მეტი არც ნაკლები 15 წელი გავიდა.
ჯოვანა ანტონელი 1976 წლის 18 მარტს, ბრაზილიის მეგაპოლისში, რიო-დე-ჟანეიროში დაიბადა. ჯოვანის მამა ოპერის მომღერალი, დედა კი ბალერინა იყო. ჰყავს უფროსი ძმა ლეონარდი.
მსახიობის შემოქმედებითი ცხოვრება 11 წლიდან დაიწყო. გოგო სამოყვარულო

როცა 25 წლის ანტონელი ჰადეს როლზე დაამტკიცეს, არც კი წარმოედგინა, რომ წინ ასეთი წარმატება ელოდა, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებოდა.
ჰადეს როლის შესასრულებლად, მსახიობს არაბულად რამდენიმე ფრაზისა და მუცლის ცეკვების შესწავლა მოუხდა, მაგრამ მთავარი სიურპრიზი ჯოვანას წინ ელოდა, როცა მასსა და მის პარტნიორს, მურილო ბენისიოს შორის სასიყვარულო ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა.
იქორწინეს კიდეც და ერთად 3 წელი ცხოვრობდნენ. წყვილს ჰყავთ ვაჟი, პეტრუ ბენისიო. თუმცა მათი გზები მალევე გაიყარა.

მამაკაცებთან სასიყვარულო ურთიერთობები, ჯოვანას საკმაოდ ბევრი ჰქონდა. მათ შორის იყვნენ - რიკარდო მედინა, რობერტო ლოკასიო, მურილო ბენისიო, არტურ ფერნანდესი და ლეონარდო ნოგეირო, რომლისგანაც მსახიობს, ტყუპები, ანტონიო და სოფიო შეეძინა.

დღესდღეობით ჯოვანა ტყუპების მამასთან ცხოვრობს და მასთან კანონიერ ქორწინებაშია, მაგრამ ხშირად ნახულობს მურილო ბენისიოსაც. მურილო და ჯოანა, საერთო ვაჟის გამო, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობენ და ერთად სხვადასხვა სერიალებშიც თამაშობენ.

ჯოვანა ანტონელი ახლა 40 წლისაა და ბრაზილიაში დღემდე მოთხოვნადი მსახიობია.

ნაოკო ვატანაბე