ანჟელიკა სეპედა კოლუმბიაში დაიბადა, ქალაქ კარტახენში. ოჯახში უმცროსი ქალიშვილია, ჰყავს დები - ლორნი და ივეტი, რომლებიც უკვე დაოჯახებულები არიან. ანჟელიკას მშობლები ადვოკატები გახლავთ, ამჟამად განქორწინებულები არიან.

მშობლებს სურდათ ანჟელიკას
ანჟელიკას, სამსახიობო სკოლის დასრულებისთანავე იწვევდნენ სხვადსხვა რეკლამებში გადასაღებად, შემდეგ სერიალებსა და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებშიც. მიუხედავად ტელევიზიაში საკმაოდ დიდი ხნის მუშაობისა, სეპედას საყოველთაო აღიარება, სერიალებმა, "ლუს მარია" და "ეშმაკუნა" მოუტანა.
ფილმში "ილონა წვიმასთან ერთად მოდის" გადაღებისას, ანჟელიკა მიხვდა, რომ დიდი კინო მისი მოწოდებაა.
დღეს ენჯი სეპედა - ყველაზე ცნობილი კოლუმბიელი მსახიობია. შემოთავაზებებს იღებს კოლუმბიიდან, ესპანეთიდან, პერუდან და არგენტინადან.

უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობს არგენტინასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს.
1996 წლიდან 2004 წლამდე ენჯის რომანი ა ჰქონდა არგენტინელ მსახიობ, მომღერალ და კომპოზიტორთან - დიეგო ტორესთან, რომელიც ძალიან პოპულარულია არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს ლათინო ამერიკასა და ესპანეთში. ანჟელიკა მის ერთ-ერთ კლიპშიც მონაწილეობს, სახელად "უკანასკნელი ღამე".
ნაოკო ვატანაბე