15 სექტემბერი, 2013
ვერა ბრეჟნევა: „აღარასდროს დავბრუნდები „ვია გრაში“
მახსოვს, რომ ჩემს კასტინგზე დიდად არ ვღელავდი, თუმცა მზად ვიყავი, ყველაფერი გამეკეთებინა კოლექტივში მოსახვედრად და წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯგუფის „ვია გრას“ ყველაზე პოპულარული წევრი ამჟამად სოლომომღერალია, თუმცა უკვე დათანხმდა, წაიყვანოს ახალი პროექტი „მინდა „ვია გრაში“ .

მომღერალი ამბობს, რომ ძალიან აინტერესებს, ვის აირჩევენ ჯგუფის ახალი შემადგენლობისთვის შოუს პროდიუსერი კონსტანტინე მელაძე და ჟიურის სხვა წევრები.

- შოუს წამყვანობა თავიდანვე მე შემომთავაზეს, სხვა ვარიანტები არც ჰქონიათ. ძალიან დამაინტერესა, რადგან, ჯერ ერთი, ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რომ „ვია
გრაში“ აღარასოდეს დავბრუნდებოდი, მაგრამ ჯგუფის განვითარებას ყოველთვის ვადევნებდი თვალს. ის ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება და ვაღიარებ, რომ ძალიან მაინტერესებს, რა შე-მადგენლობა დარჩება პროექტის დამთავრების შემდეგ.
- როგორ ფიქრობთ, ახალი „ვია გრა“ ისეთივე პოპულარული გახდება, როგორიც ჯგუფის უწინდელი შემადგენლობა?
- იგივე „ვია გრა“ აღარ იქნება, ის შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ იმ დროს და იმ ადამიანებთან ერთად. ახლა იგივე გოგონებიც რომ აიყვანონ, მაინც არ იქნება ის ჯგუფი. მიმაჩნია, რომ რაღაც ახალი, უფრო საინტერესო უნდა გაკეთდეს და კასტინგზე მოსულ გოგონებს ამისთვის ყველა შესაძლებლობა აქვთ.
- თქვენ რომ მოსულიყავით ამ შოუს კასტინგზე, როგორ შეაფასებდით საკუთარ შანსს?
- ძნელია ამაზე მსჯელობა, რადგან ზურგს უკან უზარმაზარი გამოცდილება მაქვს. მახსოვს, რომ ჩემს კასტინგზე დიდად არ ვღელავდი, თუმცა მზად ვიყავი, ყველაფერი გამეკეთებინა კოლექტივში მოსახვედრად და წარმატების მისაღწევად. ვფიქრობ, მე რომ მოვსულიყავი ამ სატელევიზიო კასტინგზე, აუცილებლად შემნიშნავდნენ.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
david
ასაკშია ვიაგრასთვის
09:18 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ბრეჟნევა,მართლაც რომ ანგელოზი ხარ!ერთ-ერთი მაგარი ნაშა მსოფლიოში!
19:44 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვასკა
ვერიჩკასნაირი ქალი, ვიაგრაში ვეღარ გაიჩითება.
19:42 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
რათქმა უნდა, ისეთი ვიაგრა აღარ იქნება.ძალიან მაგარი იყო
14:52 / 15-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS