14 ივნისი, 2016
ოს­კარ უაილ­დის პი­რა­დი დრა­მა - კა­ტორ­ღა, შეც­ვ­ლი­ლი ორი­ენ­ტა­ცია და დან­გ­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა
"მხატ­ვა­რი ის არის, ვინც მშვე­ნი­ერს ქმნის. გა­უხ­ს­ნა ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი თა­ვი და და­ფა­რო მხატ­ვა­რი - აი, რის­კენ მი­ილ­ტ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა".

ოს­კარ ფინ­გალ ო"ფლაერტ უილს უაილდს უყ­ვარ­და სი­ლა­მა­ზე, ის მი­სი კერ­პი იყო. მაგ­რამ სად უნ­და პო­ვო სი­ლა­მა­ზე ამ სა­ში­ნელ, ობი­ვა­ტე­ლურ, მეშ­ჩა­ნურ ყო­ფა­ში? მა­ტე­რია - მშვე­ნი­ე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­თა შე­საქ­მ­ნე­ლად?

მას აზ­რე­ბით თა­მა­ში მოს­წონ­და, მა­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­თ­ვა და სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბუ­ლის ეჭ­ვის­თ­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამით თით­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის აზ­ვირ­თე­ბას ცდი­ლობ­და.

აღი­ა­რე­ბულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა და­ცინ­ვა დე­კა­დან­სის ერთ-ერ­თი თვი­სე­ბაა. მე­რე­და, რა­რიგ ბრწყინ­ვა­ლეა და
შე­უ­და­რე­ბე­ლი, ბრჭყვი­ა­ლა, ნა­თე­ლი ფე­რე­ბით. სა­ი­დან აქვს ეს ბრწყინ­ვა­ლე­ბა? და­ცე­მით ხომ არა? - დი­ახ, ერ­თი მხრივ, ეს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მის ხმე­ლი ყვა­ვი­ლია, რო­მე­ლიც და­ღუპ­ვის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი.

"არ არ­სე­ბობს არც უზ­ნეო და არც ზნე­ობ­რი­ვი წიგ­ნე­ბი. არ­სე­ბობს მხო­ლოდ კარ­გად ან ცუ­დად და­წე­რი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი", - წერ­და უაილ­დი "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტ­რე­ტის" შე­სა­ვალ ნა­წილ­ში.

მრა­ვა­ლი რამ, რაც ინ­გ­ლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის ამ დი­დოს­ტა­ტის მი­ერ იყო ნათ­ქ­ვა­მი, ატა­რებ­და სურ­ვილს - მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბით გა­ნეგ­მი­რა, შო­კი­სე­ბუ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე მყოფ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე; ზოგ­ჯერ გა­ებ­რა­ზე­ბი­ნა კი­დეც ის. სა­ბო­ლო­ოდ კი, მი­სი სა­მიზ­ნე გახ­და.

ოს­კარ უაილ­დი 1854 წლის 16 ოქ­ტომ­ბერს ირ­ლან­დი­ის დე­და­ქა­ლაქ დუბ­ლინ­ში და­ი­ბა­და. მა­მა­მი­სი - სერ უილი­ამ უაილ­დი, ცნო­ბი­ლი ექი­მი - ამ დროს 39 წლის იყო. დე­და - ჯე­ინ ფრან­ჩეს­კა ელ­ჯი - პო­ე­ტი, აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, ელი­ტუ­რი პო­ე­ტუ­რი სა­ლო­ნე­ბი­სა და კლუ­ბე­ბის მუდ­მი­ვი წევ­რი - 30 წლის. უაილ­დე­ბის ოჯა­ხის კა­რი ხე­ლო­ვან­თათ­ვის მუ­დამ ღია იყო. მშობ­ლებ­მა ვა­ჟის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი მის­წ­რა­ფე­ბას ხე­ლი შე­უწყ­ვეს. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ოს­კა­რი მშობ­ლე­ბის­თ­ვის მე­ო­რე ვა­ჟი იყო. დე­და­მისს ისე უნ­დო­და ქა­ლიშ­ვი­ლის ყო­ლა, რომ ბი­ჭუ­ნას გო­გოს ტა­ნი­სა­მოსს აც­მევ­და, კუ­ლუ­ლებს უზ­რ­დი­და და შე­დე­გებ­ზე სუ­ლაც არ ფიქ­რობ­და. ის მა­ღა­ლი, მოხ­დე­ნი­ლი და ელე­გან­ტუ­რი ყმაწ­ვი­ლი გა­ი­ზარ­და.

20 წლის ოს­კა­რი სა­მოგ­ზა­უ­როდ იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და და პრო­ტეს­ტან­ტო­ბი­დან კა­თო­ლი­კურ რწმე­ნა­ზე მო­ექ­ცა. დრო­დად­რო სო­ნე­ტებ­სა და ლექ­სებს თხზავ­და. 1878 წელს, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ა­ნი­ჭეს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, უაილ­დი ლონ­დო­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ის ნე­ბის­მი­ერ კლუბ­სა თუ წვე­უ­ლე­ბა­ზე სა­სურ­ველ სტუმ­რად ით­ვ­ლე­ბო­და. ახალ­გაზ­რ­და შე­მოქ­მე­დი სა­კუ­თარ შე­მო­სა­ვალს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ზე რე­ცენ­ზი­ე­ბის წე­რი­თა და ლექ­ცი­ე­ბის კითხ­ვით გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და. ასე­ვე, კო­მე­დი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რა­საც მიჰ­ყო ხე­ლი, რი­თაც დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

ოს­კა­რი ექ­ს­ტ­რა­ვა­გან­ტუ­რად, ხელ­გაშ­ლი­ლად, სკან­და­ლუ­რად და რაც მთა­ვა­რია, ბედ­ნი­ე­რად, გან­ცხ­რო­მით ცხოვ­რობ­და.

1882 წელს, ამე­რი­კა­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ჩა­სულ უაილდს აღ­ტა­ცე­ბით შეხ­ვ­დ­ნენ. მის­მა არა­ორ­დი­ნა­რულ­მა აზ­რებ­მა ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია. გარ­და ამი­სა, ყუ­რადღე­ბას ჩაც­მუ­ლო­ბი­თაც იქ­ცევ­და - წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი ხა­ვერ­დის კამ­ზო­ლი, გოფ­რი­რე­ბუ­ლი სა­ყე­ლო, მუხ­ლე­ბამ­დე შარ­ვა­ლი, ნაც­რის­ფე­რი აბ­რე­შუ­მის წინ­დე­ბი და ა.შ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS