- ხანდახან ცუდი ბიჭი ვხდები. ბევრი ცუდი რამ გავაკეთე და მინდა მაპატიონ. ყველას ვატყუებდი, თითქოს აღარ ვიყენებდი ნარკოტიკსა და ალკოჰოლს და ფხიზლად ვცხოვრობდი. ასე არ იყო. მინდა ჩემი ცხოვრების წესი შევცვალო, სულ სხვანაირად წარვმართო. მე ნამდვილი ლოთი
ტაისონის ანგარიშზე 50 გამარჯვება (აქედან 44 ნოკაუტით) და 6 მარცხია. 1986 წელს მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. შემდეგ აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს დაეპატრონა მძიმე წონაში, კრივის სხვადასხვა საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით.
რინგზე წარმატების გარდა, „რკინის მაიკი“ სკანდალური საქციელითა და სამი ნასამართლეობითაც არის ცნობილი: 1992 წელს გაუპატიურებისთვის ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რომელთაგან სამი მოიხადა, 1998 წელს იმ ადამიანების ცემისთვის, რომლებიც მის მანქანას დაეჯახნენ, 3,5 თვით დააპატიმრეს, 2008 წელს კი ნარკოტიკების მოხმარებისა და მანქანის ასე მართვისთვის რამდენიმე დღით მოხვდა ციხის კედლებში.
კარიერის დასრულების შემდეგ მთელი თავისი კაპიტალი გაანიავა და 2003 წელს გაკოტრებულად აღიარეს. წელს აგვისტოში პრომოუტერის რანგში ჰქონდა დებიუტი - თავისი სახელობის კომპანია დააარსა და ცნობილი მოკრივეების ბრძოლებს უწევს ორგანიზებას.
ჟურნალი „რეიტინგი“