რუსეთის ყველაზე ცნობილი ტელე წამყვანის პირადი ცხოვრება ბოლო დროს მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ეს გასაგებიცაა, რადგან წინა ქორწინება დიდი სკანდალით დასრულდა - აქ იყო მილიარდელი მამაკაცი, ცეცხლმოკიდებული ფერარი და ა.შ.
წამყვანი ახალ რჩეულს თითქმის 10 წელია მალავს დ მის არსებობაზე, მხოლოდ რამდენიმე ინტერვიუში გადაკვრით მიანიშნებდა. ცნობილებიInstagram -ზე ტრადიციულად აქვეყნებენ ფოტოებს საქმიანი შეხვედრებიდან და სპორტული დარბაზიდან.
მაგრამ

თინას პოსტს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თაყვანისმცემლები ვარსკვლავს ულოცავდნენ და იქვე არკვევდნენ, როდის მოასწრო კანდელაკმა ქორწილის გადახდა და ვინ არის წამყვანის ახალი რჩეული?
მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ თინა კანდელაკს რომანი აქვს 29 წლის ვასილი ბროვკოსთან, დიდი ხნის წინ დაიწყო. ბროვკოსი სახელმწიფო კორფორაციის "Ростех" -ის თანამშრომელი და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის "Апостол" -ის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ამ ურთიერთობის შესახებ, თაყვანისმცემლები წლებია განიხილავენ, რადგან ტელე-წამყვანის სელფებზე, მოულოდნელად გამოჩნდა ბეჭედი თითზე.

როგორც აღმოჩნდა, თინამ უკვე კარგა ხანია იქორწინა და ბედნიერია იმ მამაკაცთან ქორწინებაში, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსია.
ლეა ხიმშიაშვილი