11 ივნისი, 2016
“ვოისის” მონაწილე კონცერტის შემდეგ მოკლეს
2014 წლის მუსიკალურ პროექტ "ვოისის" ამერიკული ვერსიის მონაწილე, მომღერალი კრისტინა გრიმი მოკლეს.

პოლიციის თქმით, მსროლელს ორი იარაღი ჰქონდა. სროლა დაახლოებით საღამოს 11:00 საათზე განხორციელდა, როდესაც მომღერლები ფანებს ხვდებოდნენ. ადგილზე, სროლის დროს 60 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ სხვა არავინ დაშავებულა. 2014 წელს, "ვოისის" მეექვსე სეზონში გრიმი მესამე ადგილზე გავიდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, 22 წლის მომღერალს მაშინ ესროლეს, როდესაც ფლორიდაში გამართულ კონცერტზე თაყვანისმცემლებისთვის ავტოგრაფებს ურიგებდა.

დაუდგენელმა პირმა კი, რომელმაც მომღერალს ესროლა, თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მოკლული მომღერლის
ძმამ დაიჭირა.

როგორც ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები ამბობენ, დამნაშავის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, უცნობია სროლის მოტივიც. იხილეთ ვიდეო


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS