ანა კურიკოვა და ენრიკე იგლესიასი, შოუ-ბიზნესი ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ წყვილად ითვლება. ინტერვიუებში ისინი ერთმანეთზე არასდროს საუბრობენ და ხალხში ერთად იშვიათად ჩნდებიან. გასაკვირი არ არის, რომ ამ 15 წლის მანძილზე, ჭორები მათ დაშორებასა თუ ქორწილზე არაერთხელ გავრცელდა. რეალურად ამ წყვილს, მსგავსი ისტორიები არასდროს დაუდასტურებია.

აქედან გამომდინარე, მათი უახლესი ფოტო, რომელიც ანამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, მეტ ინტერესს იწვევს. სურათი სულ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა. 35 წლის ექს-სპორტსმენი, საყვარლისა და უმცროსი ძმის, ალანის გარემოცვაში პოზირებს.

რამდენიმე კვირის წინ, კურნიკოვამ
ვიდეოც გამოაქვეყნა, რომლის ნახვა ღიმილს აუცილებლად მოგგვრით. ჩოგბურთელი იახტაზე, იგლესიასის სიმღერის ფონზე ცეკვავს და ეს ცეკვა, ნებისმიერ ოფიციალურ განცხადებაზე მეტად ადასტურებს, რომ შეყვარებულ წყვილს დღემდე ყველაფერი კარგად აქვს.
ნაოკო ვატანაბე