07 ივნისი, 2016
70 წლის შერი სიკვდილს ებრძვის და ქონებას ნათესავებს უტოვებს
70 წლის მომღერალი დარწმუნებულია, რომ მისი დღეები დათვლილია. შერს სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი დაგროვილი ქონება ნათესავებზე გადანაწილდეს, ამიტომ 305 მილიონს ნათესავებსა და ახლო ადამიანებს აძლევს.

როგორც ამბობენ, შერი ორი ზრდასრული შვილისთვის, ჩეზ ბონოსა და ელაიჯა ბლუ ოლმენისთვის, სახლების შესაძენადაც ტოვებს ფულს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, შერის ქალიშვილმა, ჩესტიტმა, სქესი შეიცვალა და სახელი ჩეზ ბონოთი გადაიკეთა. შერი, ამ მოვლენას, დღემდე მტკივნეულად აღიქვამს.

ვარსკვლავმა ქონების ნახევარი საკუთარ დას გაუნაწილა და ბევერლი-ჰილზში უზარმაზარი სასახლე უყიდა. 89 წლის
ავადმყოფი დედა კი მასთან წაიყვანა, მიუხედავად საკუთარი მძიმე დაავადებისა.

"შერმა იცის, რომ მისი დრო იწურება. ყველა ძველი წყენა და გაბრაზება უნდა, რომ წარსულში დატოვოს" - ამბობს წყარო.

შერი ვირუსითაა დაავადებული, რომელიც 2014 წელს შეეყარა. მძიმე ინფექციამ, თირკმლების დაავადება გამოიწვია. ექიმები მომღერალს შესვენებასა და საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი ყურადრების დათმობას ურჩევდნენ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შერმა ბოლო გასტროლზე უარი თქვა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS