1979 წლის 18 მარტს, ფრედ ლევინის ოჯახში ბიჭი დაიბადა. იუდეველმა მშობლებმა, ვაჟს ადამი დაარქვეს. ოჯახი კალიფორნიის ცენტრში ცხოვრობდა.
2000-იან წლებში, ოთხმა მეგობარბა ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა და მას “Maroon 5” უწოდეს.
2002 წელს ახალშობილი ალბომიც გამოვიდა, რომელსაც სახელად
პირადი ცხოვრება- კოლექციონერი, გულშემატკივარი, ტატუების მოყვარული
ადამი ხშირად ესწრება სპორტულ შეჯიბრებებს და აქტიური გულშემატკივარია. აგროვებს ავტომობილებს და საკუთარი კოლექციით ამაყობს. ერთ დროს გატაცებული იყო კალათბურთით, მაგრამ ტრავმის გამო თავის დანებება მოუხდა. დღეს დაკავებულია იოგით.

მომღერალი ვეგეტარიანელია და აღმერთებს ტატუებს. თავისუფლად მოიხმარს, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელს. ადამის პირად ცხოვრებაზე კი სერიალის გადაღება შეიძლება.
დღემდე ძალიან ცოტაა ცნობილი, იმ ჯეინზე, რომელმაც ვოკალისტს ასეთი ლამაზი სიმღერები შთააგონა. როგორც ამბობენ, მომღერალი გოგონამ მიატოვა, რითიც ადამს არა მარტო გული ატკინა, არამედ მის თავმოყვარეობასაც დიდი დარტყმა მიაყენა. ჯეინ ჰერმანს, შეყვარებულთან ერთად სურათების გადაღება არ უყვარდა, ამიტომ ერთობილი ფოტო არ აქვთ.

როგორც ჩანს, სწორედ სიყვარულში იმედგაცრუების გამო, ლევინი საყვარლებს ხელთათმანებივით იცვლიდა. მისი "მსხვერპლის" სიაში ''ვიქტორია სეკრეტის'' სხვა მოდელებთან ერთად მოხვდნენ, მოდელი ანჟელა ბელოტი, ჰოლივუდის ლამაზმანები - ნატალი პორტმანი, კრისტენ დანტსი, რიჰანა, ასევე ჯესიკა სიმპსონი და წარმატებული, რუსი ჩოგბურთელი - მარია შარაპოვა.

ვარსკვლავებს შორის, ნამდვილი "კონკიაც" იყო. ის ჩვეულებრივი მიმტანი, რებეკა ჯინოსი გახლდათ. ურთიერთობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სერიოზული სახეც მიიღო.
ადამმა რებეკას მშობლებიც გაიცნო. მაგრამ ზღაპარს სევდიანი დასასრული აღმოაჩნდა და წყვილი დაშორდა.
მეორე შედარებით ხანგრძლივი რომანი, რომელიც 2 წელს გაგრძელდა, მოდელთან - ანა ვიალიცინთან იყო. თუმცა დღეს ამ ლამაზი წყვილისგან, მხოლოდ შესანიშნავი ფოტოები დარჩა.

2012 წელს ადამმა მორიგი მოდელი, ნამიბიელი ბეხატი პრინსლუ გაიცნო. 2013 წელს წყვილს უთანხმოება მოუვიდა და ყველამ გადაწყვიტა, რომ ცნობილ დონ-ჟუანს არც აქ გაუმართლა, მაგრამ ქერათმიანმა ლამაზმანმა ადამ ლევინის ცხოვრება შეცვალა.

უთანხმოებას, მალევე მოჰყვა შერიგება და ამავე წელს, წყვილი დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ ადამ ლევინმა და ბეხატი პრინსლუმ იქორწინეს. წყვილს დაუვიწყარი ქორწილი ჰქონდა და დღეს ბავშვს ელოდებიან.
ლეა ხიმშიაშვილი