03 ივნისი, 2016
ამაზაჰური წარმოშობის ცნობილი ადამიანები - ზინედინ ზიდანი და იზაბელ აჯანი - გაიგეთ ყველაფერი აფრიკის თეთრ ჩრდილოეთზე
მაროკოს ძირითადი მკვიდრი მოსახლეობა არაბები სულაც არ არიან, ისინი ამაზაჰები არიან. საიდან გაჩნდნენ აქ ეს თეთრკანიანი მაღალი, სიმპათიური მამაკაცები და ულამაზესი ქალბატონები, დღემდე უცნობია, თუმცა ის კი კარგად ვიცით, რომ ეს მოხდა ჯერ კიდევ ამ ტერიტორიაზე არაბების გაბატონებამდე.

დღესდღეობით ბევრი ამაზახი ასიმილირებულია არაბებთან და აფრიკული წარმოშობის ხალხებთან, თუმცა ნამდვილი, სუფთა ამაზაჰები ჯერ კიდევ ბევრნი შემორჩნენ. ამაზაჰური წარმოშობის ცნობილი ადამიანები არიან სწორედ ზინედინ ზიდანი და იზაბელ აჯანი.

ამაზაჰები, ბერძნულად იგივე ბერბერები

Rating

ბერბერი ბერძნული სიტყვაა და თავისუფალ,
კეთილშობილ ადამიანს ნიშნავს. ეს გახლავთ აფრიკის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით ეგვიპტიდან ატლანტის ოკეანემდე, დასავლეთით და სუდანიდან ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვამდე მკვიდრი მოსახლეობა, რომელიც ბერბერულ ენაზე საუბრობს. რელიგიით ისინი ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან. თუმცა მათ ეთნიკური ტრადიციები მაინც შენარჩუნებული აქვთ. სახელწოდება ბერბერები ამ ეთნოსს ევროპელებმა მიანიჭეს მათი გაურკვეველი წარმომავლობის ენიდან გამომდინარე.

გავიგოთ მეტი მსოფლიოში გაბნეულ ბერბერთა შთამომავლებზე. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS