02 ივნისი, 2016
ანი ლორაკი ქმარს აღმერთებს - „მამაკაცი, ქალისთვის ღმერთია“
მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი უკვე 7 წელია თურქ ბიზნესმენ მურატ ნალჩაჯიოღლუზეა გათხოვილი, ის ისევეა შეყვარებული თავის რჩეულზე, როგორც რომანის დასაწყისში იყო.

ანი ლორაკი დარწმუნებულია, რომ საკუთარ თავზე ყოველდღიურად უნდა იმუშაო და ეცადო ყველაფერში პატივისცემა გამოხატო ქმრის მიმართ.

ანის აზრით, ნამდვილი ქალი საყვარელ მამაკაცს ყოველთვის აღაფრთოვანებს.
"ქალი მუდამ ფენომენალურად უნდა გამოიყურებოდეს. სახლშიც კი ლამაზი მოსასხამი მაცვია, თმა დავარცხნილი და წამწამები შეღებილი მაქვს. თავს უფლებას არ ვაძლევ ქმრის წინაშე მოუწესრიგებელი ვიყო. ვცდილობ გავახარო, აღფრთოვანებული ვარ მისით, ვუთანაგრძნობ,
რჩევას ვაძლევ... მამაკაცი, ქალისთვის ღმერთია" - ჰყვება მომღერალი ინტერვიუში.

ანი ლორაკი ამბობს, რომ ქმარი გამუდმებით სიურპრიზებს უწყობს - ყვავილების თაიგული, საჩუქრები. მიუხედავად იმისა, რომ ანი უკვე 7 წელია მურატთან ერთადაა, შეყვარებულების სიყვარული არ განელებულა. მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს, წარმოიდგინონ თითქოს ერთმანეთი ახლახანს გაიცნეს და რომანტიკულ გასეირნებას აწყობენ. როცა ანი გასტროლზეა, მეუღლესთან უწყვეტი კავშირი აქვს - ურეკვას, შეტყობინებებს უგზავნის.

"მომწონს მოსაზრება, რომ ნამდვილი სიყვარულისთვის განშორება - ცეცხლის დანთების შესაძლებლობაა, ცრუ სიყვარულისთვის კი - ჩაქრობის. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ოჯახური ცეცხლი ანთია და ჩვენ მის აალებას ვუწყობთ ხელს. ცხოვრება - საკუთარ თავსა და ურთიერთობებზე დიდი მუშაობაა. უბრალოდ უნდა ეცადოთ" - განმარტავს ლორაკი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატა
ღმერთმა ბედნიერი გამოყოფოთიმაგრამ მეეჭვევა თურქის ერთგულება. რავიცი...
18:20 / 05-06-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS