02 ივნისი, 2016
ჯონი დეპისა და მისი ცოლის სკანდალური განქორწინება - ემბერ ჰერდის ადვოკატები მის პირად მიმოწერას ასაჯაროვებენ
უკვე ორი კვირაა, რაც მსახიობების, ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალური განქორწინების ამბავი დიდი განხილვის თემაა. ჟურნალმა People გარეკანზე ემბერის სკანდალური ფოტო დაბეჭდა, სადაც მას სახეზე ცემის კვალი აღენიშნება.

ჰერდის ადვოკატებმა, სასამართლოში მსახიობის ინტერესის დასაცავად, ჯონის ასისტენტთან, სტივენ დაიტერსთან, 2014 წლის მაისის პირადი მიმოწერა წარადგინა.

მიმოწერის მიხედვით ირკვევა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, მეტიც ჯონი იმდენად ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, რომ მეორე დღეს აღარაფერი ახსოვდა.

Адвокаты Эмбер Херд обнародовали ее СМС-переписку

გარდა ამისა, ემბერ ჰერდის მეგობარი, ჯერ კიდევ გასული
წლის დეკემბერში, პრესას მომხდარის შესახებ ატყობინებდა, რომ მთვრალმა ჯონი დეპმა, მეუღლე ბალიშით ლამის გაგუდა.

საქმის მმართველმა იურისტებმა, ასევე არაერთხელ ახსენეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ ძალადობს ნასვამი ჯონი მეუღლეზე.

ემბერი ვიდეოს წარდგენაზე ჯერჯერობით თავს იკავებს, რადგან ამან შესაძლოა მსახიობის კარიერასა და რეპუტაციას აბსოლუტური კრახი მოუტანოს. ასევე ამითვე ხსნის ჰერდი, თუ რატომ ითმენდა ის ქმრის მსგავს საქციელს და პოლიციას მხოლოდ ახლა შეატყობინა.

Адвокаты Эмбер Херд обнародовали ее СМС-переписку

სასამართლოს დასკვა ჯერ არ გამოუტანია, ამიტომ გაუკვეველია სიმართლე ვის მხარესაა.
წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ მსახიობების ურთიერთობა თავიდანვე გაუწონასწორებელი იყო.

ჯონი კონტროლს კარგავდა, როცა საქმე ემბერს ეხებოდა და ხშირი კამათის მიზეზიც დეპის ეჭვიანობა გახლდათ. მათივე თქმით ჰერდი თავისუფლების მოყვარულია და შეჩვეულია აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება. "ის ქორწინებისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. ეს ჯონისაც კარგად ესმოდა, მაგრამ გრძნობებმა დააბრმავა".

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS