01 ივნისი, 2016
პირველ ივნისს მერლინ მონროს 90 წელი შეუსრულდებოდა
1950-იანი წლების ლამაზმანს, მერლინ მონროს დღეს, პირველ ივნისს 90 წელი შეუსრულდებოდა.

მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარია - ნორმა ჯინ ბეიკერი. დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს, ლოს-ანჯელესში.

16 წლის ასაკში, მერლინი პირველად გათხოვდა და სკოლა მიატოვა. ოჯახური ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა ერთ წელიწადში დაინგრა.

ლამაზმანმა, პირველი ჰონორარი, ფოტომოდელობით, 18 წლის ასაკში აიღო.

1948 წელს, გოგონა სახელად მერლინ მონრო, მის პირველ სერიოზულ კონტრაქტს აფორმებს, კინოსტუდია "კოლუმბია ფიქჩერსთან".

ფილმების " ნიაგარა" და "ჯენლტმენები ირჩევენ ქერებს" გამოჩენის შემდეგ, მერლინმა მსოფლიო
აღიარება მოიპოვა და სექს-სიმბოლოს სტატუსი ერგო.

ცნობილი ქერა, კიდევ 2-ჯერ იყო ქორწინებაში და დაუდასტურებელი ჭორების მიხედვით, რომანი ჰქონდა ამერიკის პრეზიდენტ, ჯონ კენედისთან.

მონროს ფილმოგრაფია, 30-ზე მეტს ფილმს ითვლის.

1_33

1962 წლის 5 აგვისტოს, მერლინი გაუკრვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.

გთავაზობთ, ტოპ-5 ყველაზე პოპულარულ ფილმს, მერლინ მონროს მონაწილეობით:

"როგორ გათხოვდე მილიონერზე", 1953 წელი

"შვიდი წლის თავზე", 1955 წელი

"ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან", 1959 წელი

"მოდი სექსით დავკავდეთ", 1960 წელი

"გარიყულნი'', 1961 წელი

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS