12 სექტემბერი, 2013
ამანდა როზენბერგმა ''გუგლის'' დამაარსებელს ოჯახი დაუნგრია
ამანდას თქმით, ძალიან ბევრს ეცადა, რომ ყველას მოსწონებოდა და ''ბრიტანელი მიზანტროპიდან კალიფორნიის პოზიტიურ მოქალაქედ'' ქცეულიყო 27 წლის ამანდა როზენბერგი მალბორო კოლეჯის კერძო სკოლის კურსდამთავრებულია. ეს სკოლა აქვთ დამთავრებული პრინცესა ბიატრისს, კეიტ მიდლტონს. თუმცა ამ უკანასკნელზე უფრო ხშირად ბოლო დღეებში სწორედ ამანდაზე ლაპარაკობდნენ.

სწორედ ეს გოგონა იქცა საძიებო სისტემა Google-ის დამაარსებლის, მილიარდერისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, 40 წლის სერგეი ბრინის ოჯახის დანგრევის მიზეზად. ბრინისა და მისი ცოლის, ანა ვოიჟიტსკის პრესმდივნებმა უკვე გამოაცხადეს, რომ ექვსწლიანი ურთიერთობის
შემდეგ მათი ქორწინება დაირღვა. ''ისინი რამდენიმე თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ერთმანეთის კარგ მეგობრებად და პარტნიორებად რჩებიან'' , - აღნიშნა წყვილის მეგობარმა.

ამანდა როზენბერგმა წარმატებისკენ სვლა ''გუგლში'' დაიწყო. ლიდსის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, დიდხანს უჭირდა, მეგობრები არ ჰყავდა და თავს მარტო გრძნობდა. თუმცა შემდეგ Google Glass-ის განვითარების მენეჯერი გახდა (აქ იქმნება გარნიტურა სმარტფონებისთვის და ასევე კომპანია ''გუგლის'' მიერ შემუშავებული, ''ანდროიდის'' ბაზაზე შექმნილი სხეულის კომპიუტერი).

სწორედ მისი ავტორობით შეიქმნა სლოგანი Ok, Glass - ბრძანებები მოწყობილობის აქტივაციისთვის. ამანდას თქმით, ძალიან ბევრს ეცადა, რომ ყველას მოსწონებოდა და ''ბრიტანელი მიზანტროპიდან კალიფორნიის პოზიტიურ მოქალაქედ'' ქცეულიყო.

როზენბერგის მცდელობამ შედეგი გამოიღო. თანდათან პირადი ცხოვრებაც აეწყო - დიდხანს ხვდებოდა ''გუგლის'' ვიცე-პრეზიდენტს ''ანდროიდის'' პროდუქტების მართვის დარგში ჰიუგო ბაროის. თუმცა, როგორც ჩანს, ამ სტატუსმაც არ დააკმაყოფილა და თვით მეთაურს დაადგა თვალი.

რუსეთში დაბადებული და ამერიკაში ემიგრირებული მეწარმე და მეცნიერი სერგეი ბრინი 2007 წელს დაქორწინდა ბიოტექნოლოგ ანა ვოიჟიტსკიზე. წყვილს ხუთი წლის ვაჟი და ორი წლის ქალიშვილი ჰყავს. ისინი ერთად მუშაობდნენ ბიოტექნოლოგიის სფეროში პროექტებზე და რამდენიმე საქველმოქმედო ფონდიც გახსნეს. დღეს ბრინის ქონება 22,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS