''ისევე როგორც ყველას, მეც მაქვს უფლება ოჯახის შექმნის და ბედნიერების. თურქეთში ქორწილი არ გვექნება, გერმანიაში უკვე გვქონდა და ეს საკმარისია''. მომღერლის თქმით, ცოლ-ქმარი სამოგზაუროდ შემდეგ გაემგზავრება, როცა ტარკანი ახალ ალბომზე მუშაობას დაამთავრებს.
''ძალიან მინდა მამობა, ბავშვის გაჩენას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჭორი, რომ ჩემი მეუღლე ფებხმძიმედაა და იმიტომ დავქორწინდით,
მნიშვნელობა არ აქვს, გოგონა გვეყოლება თუ ბიჭი, მთავარია, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყოს.
შეგახსენებთ, რომ ტარკანმა პინარ დილეკთან აპრილის ბოლოს გააფორმა ოფიციალურად ურთიერთობა, მაისის დასაწყისში კი გერმანიაში, ქალაქ კელნში ჰქონდათ ქორწილი.
.jpg)