25 მაისი, 2016
ხანძრის დროს ბავშვების გადასარჩენად მშობლებმა ისინი მე-5 სართულიდან გადმოაგდეს (+ვიდეო)
რუსეთის დასახლება სტრუნინოში, ძველებურ კორპუსში 22 მაისს ხანძარი გაჩნდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქალები მეოთხე სართულზე მცხოვრები ქალი ბლინებს აცხობდა, როცა რაღაც მომენტში გაზზე ზეთი დაეწვეთა, აალდა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა ბინაში. გაჩნდა ბოლი, რომელმაც მალევე აავსო ზედა, მეხუთე სართულის ბინა, სადაც ბავშვებიანი ოჯახი ცხოვრობდა.

მშობლებსა და მათ მცირეწლოვან შვილებს გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ - სახანძროს მოსვლადე ბოლისგან იგუდებოდნენ.
სახლის ეზოში მაშინვე შეიყარნენ მეზობლები და გამვლელები. ათობით მამაკაცმა მომენტალურად მოიტანა საიდანღაც მსხვილი ზეწარი და გაშალეს. მშობლებს საფიქრალი
დრო აღარ ჰქონდათ, სწრაფად უნდა გადაერჩინათ ბავშვები.

სათითაოდ გადმოაგდეს ფანჯრიდან კერ ერთი - 11 თვის ჟენია, რომელმაც შეშინებაც ვერ მოასწრო, მერე მისი დაიკო გადმოუშვეს - ისიც წარმატებით დაიჭირეს ჩვეილებრივმა გმირმა ადამიანებმა. ბავშვებს მათი დედა მოჰყვა, ბოლოს კი მამაკაცი გადმოხტა. თუმცა მას ყველაზე ნაკლებად გაუმართლა - სანახევროდ ასფალტზე დაეცა და მოტეხილობებიც მიიღო.

ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მოხერხდა. 25 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა მეოთხე სართულზე და იქ მცხოვრებმა ქალბატონმაც სერიოზული დამწვრობები მიიღო.

ეს ყველაფერი თვითმხილველმა გადაიღო და შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS