23 მაისი, 2016
ჯერ შვილი, ახლა დედა- ტომ კრუზს მძიმედ დაავადებული დედის ნახვა არ სურს
მსახიობი ტომ კრუზი, 1990 წლიდან საინტოლოგიური ეკლესიის წევრია და დღემდე მისი ერთგულია. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მთელი ქონება გაყიდა და საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, რათა ეკლესიურად იცხოვროს.

ტომი, ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობდა ქალიშვილ სურის, რომელიც მსახიობთან, კეიტ ჰოლმსთან ქორწინებაში შეეძინა. რამდენიმე თვის წინ კი გაირკვა, რომ საინტოლოგ ვარსკვლავს ქალიშვილთან ურთიერთობა საერთოდ აღარ სურს. კრუზი დარწმუნებულია, რომ 10 წლის სურიში დემონი ჩასახლდა.

Rating

წყაროების ცნობით, საენტოლოგებმა ტომი დაარწმუნეს, რომ ქალიშვილის ვერ ნახავს,
ვიდრე ბავშვი ეგზორციზმის რიტუალს არ გაივლის. ვარსკვლავის ყოფილი მცველი, ჰყვება, რომ ეკლესიის ლიდერმა ტომს შთააგონა, როგორ დაიმონა სურის სხეული ეშმაკმა - სახელად ტეტანი.

ჟურნალისტებმა, ახლახანს კიდევ ერთი ამბავი გაარკვიეს - კრუზმა დედასთან ურთიერთობაც გაწყვიტა. მეტიც, 79 წლის მერი ლი მაპოზერი სიკვდილს ებრძვის და ბოლო დღეები აქვს დარჩენილი.

დასავლეთში დედის დღე მაისში აღინიშნება. ამ დღეს მერი ლი ინვალიდის ეტლში შენიშნეს, ქალს დამოუკიდებლად სუნთქვაც უჭირს. მან დღესასწაული ცნობილი შვილის გარეშე აღნიშნა. მსახიობის დედასთან, ტომის ნაშვილები ვაჟი და მისი და იმყოფებოდნენ.
"არაფერია იმაზე საშინელი, როცა თქვენი შვილები, რომელთათვისაც ყველაფერზე ხართ წამსვლელი, უბრალოდ წყვეტენ ურთიერთობას ასეთ რთულ მომენტში, განსაკუთრებით დედის დღეს" - ამბობს თვითმხილველი.

Мать Тома Круза

აშკარაა, რომ დედა-შვილის დაშორების მიზეზი, კვლავ საენტოლოგიური ეკლესია გახდა, რადგან ცოტა ხნის წინ კრუზის დედამ, ამ ტაძართან კავშირი გაწყვიტა. 2009 წელს კი ტომი დედით ამაყობდა და მასთან ერთად "ოქროს გლობუსის" დაჯიდლოვებაზე, წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა.

Том Круз с мамой и Николь Кидман, 1990

შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზი ცოლს, ქეით ჰოლმსს 2012 წელს გაეყარა. მთავარი მიზეზი, ეკლესიის წევრების ზედმეტი ყურადღება და პირად ცხოვრებაში ჩარევა გახდა, რაზეც ჰოლმსმა უარი თქვა.

ამბობენ, ნიკოლ კიდმანთან განშორების მიზეზიც ეს გახდა.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნი-ნია
ამას რელიგიურობა კი არა -მაზოხიზმი ჰქვია:) ხოდა,მის "დემონჩასახლებულ"ქალიშვილს მმემკვიდრეობას ხომ ვერ დაუტოვებს? აი,ასე ნადირობენ სხვა დასხვა "დაჯგუფებები"ჰოლივუდის უმდიდრეს ვარსკვლავებზე,რომელთაც ძალიან სერიოზოლი და საშიში ბრძოლა აქვთ გაჩაღებული,მათი სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად!
15:12 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ჰმმ
ბოზებიც ასეტი ხერხებიტ აშორებენ კაცებსს შვილებტანდა მშობლებტან. მოლოდ პული უნდატ კრუზისგან კრუზის შვილი კი მატი პირველი მეტოქეა
05:20 / 24-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS