23 მაისი, 2016
ჯერ შვილი, ახლა დედა- ტომ კრუზს მძიმედ დაავადებული დედის ნახვა არ სურს
მსახიობი ტომ კრუზი, 1990 წლიდან საინტოლოგიური ეკლესიის წევრია და დღემდე მისი ერთგულია. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში მთელი ქონება გაყიდა და საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა, რათა ეკლესიურად იცხოვროს.

ტომი, ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობდა ქალიშვილ სურის, რომელიც მსახიობთან, კეიტ ჰოლმსთან ქორწინებაში შეეძინა. რამდენიმე თვის წინ კი გაირკვა, რომ საინტოლოგ ვარსკვლავს ქალიშვილთან ურთიერთობა საერთოდ აღარ სურს. კრუზი დარწმუნებულია, რომ 10 წლის სურიში დემონი ჩასახლდა.

Rating

წყაროების ცნობით, საენტოლოგებმა ტომი დაარწმუნეს, რომ ქალიშვილის ვერ ნახავს,
ვიდრე ბავშვი ეგზორციზმის რიტუალს არ გაივლის. ვარსკვლავის ყოფილი მცველი, ჰყვება, რომ ეკლესიის ლიდერმა ტომს შთააგონა, როგორ დაიმონა სურის სხეული ეშმაკმა - სახელად ტეტანი.

ჟურნალისტებმა, ახლახანს კიდევ ერთი ამბავი გაარკვიეს - კრუზმა დედასთან ურთიერთობაც გაწყვიტა. მეტიც, 79 წლის მერი ლი მაპოზერი სიკვდილს ებრძვის და ბოლო დღეები აქვს დარჩენილი.

დასავლეთში დედის დღე მაისში აღინიშნება. ამ დღეს მერი ლი ინვალიდის ეტლში შენიშნეს, ქალს დამოუკიდებლად სუნთქვაც უჭირს. მან დღესასწაული ცნობილი შვილის გარეშე აღნიშნა. მსახიობის დედასთან, ტომის ნაშვილები ვაჟი და მისი და იმყოფებოდნენ.
"არაფერია იმაზე საშინელი, როცა თქვენი შვილები, რომელთათვისაც ყველაფერზე ხართ წამსვლელი, უბრალოდ წყვეტენ ურთიერთობას ასეთ რთულ მომენტში, განსაკუთრებით დედის დღეს" - ამბობს თვითმხილველი.

Мать Тома Круза

აშკარაა, რომ დედა-შვილის დაშორების მიზეზი, კვლავ საენტოლოგიური ეკლესია გახდა, რადგან ცოტა ხნის წინ კრუზის დედამ, ამ ტაძართან კავშირი გაწყვიტა. 2009 წელს კი ტომი დედით ამაყობდა და მასთან ერთად "ოქროს გლობუსის" დაჯიდლოვებაზე, წითელ ხალიჩაზეც გამოჩნდა.

Том Круз с мамой и Николь Кидман, 1990

შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზი ცოლს, ქეით ჰოლმსს 2012 წელს გაეყარა. მთავარი მიზეზი, ეკლესიის წევრების ზედმეტი ყურადღება და პირად ცხოვრებაში ჩარევა გახდა, რაზეც ჰოლმსმა უარი თქვა.

ამბობენ, ნიკოლ კიდმანთან განშორების მიზეზიც ეს გახდა.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ი-ს
იეჰოვა არა,იეჰოვას მოწმეები....ჯერ სახელი იეჰოვას მნიშვნელოაც არ იცი და ბრძენობ აქ.მე არ ვარ იეჰოვას მოწმე,ძალიანაც მინდა,რომ ვიყო,მარა განა ასე ადვილია,გახდე ჭეშმარიტი ღვთის მოწმე?თუ სექტაა,როგორც თქვენ უწოდებთ და ხალხს ითრევენ,სცადეთ და აბა შედით ამ ორგანიზაციაში.იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ერთადერთია,რომელმაც აღადგინა პირველი საუკუნის თაყვანისმცემლობა და მათ რწმენას საფუძვლად მხოლოდ ბიბლია უდევს და არა მამაოების თუ რელიგიური წინამძღოლების მსგავსად საკუთარი შეხედულეების თუ წინაპართა ადათ-წესების და ტრადიციების სწავლება.
09:39 / 15-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ფსიქიატრი პასუხობს ლელა-ს
სწორად აღნიშნეთ--ცნობილ ადამიანებს აწუხებთ "სიგიჟეები". ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად, ადამიანი ვერ უძლებს იმ ემოციურ დატვირთვას, რაც პოპულარობას მოაქვს---ძალიან ბევრი ყურადღება, შესაბამისად, შეზღუდულობა ქცევებსა და სურვილებში, უამრავი ჭორი, ხშირად ბინძურიც, ფსიქიკას აზიანებს, სამწუხაროდ :(
21:25 / 14-02-2017
გამოხმაურება / 0 /
нино
Ра шуашиа религиааа,чемма дединацвалма,исе гамоурецха,убедур мамачемс твини,3 -иве да-дзма,мтели цховреба сашинелебебад мивачндит,санам ар даберда,санам мисиве ашенебули сахлидан ар гамоагдес да санам чвени мосавлели да мере ки дасакрдзалави ар гахда.
00:54 / 13-08-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ამაზრზენია მეცოდება ტომ კრუზი როგორ გამოურეცხეს ტვინი მაგ მართლა დემონებმა როგორც ვიცი ეგ ისეთი სასზიზღარი სექტაა მუქარას და შანტაჟსაც არერიდებიან
13:29 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სასწრაფოდ ჭირდება ფსიქიატრი სანამ სულ არ გაუფრენია!რატომ არის რომ ასეთ ცნობილ ადამიანებს ასეთი სიგიჟეები აწუხებთ? თითქმის უმრავლესობა ფრენს.
10:24 / 30-05-2016
გამოხმაურება / 0 /
sunny isles
ძალიან ტოლერანტული ვარ ადამიანეთან მიმართებაში,და ყველა რელიგიას დიდ პატივს ვცემ,რაც შეეხება ბაპტისტებს იაღოველებს,დ ხვა სექტებს,საშინელი რეაქცია მაქვს და ასეთ ხალხთან მეგობრობაც არ მინდა,კაბალისტების შეკრებაზე ვიყავი,იქიდან დაჰიპნოზებული გამოვედი.რელიგია სექტისგან იმითგანსხვავდება,რომ რელიგია გასწავლის ჭეშმარიტებას,და სექტა კი გიმონებს და გყიდულობს იაფფასიანი საჩუქრებით...მე არავის ვეხები,ვისაც როგორ უნდა ისე ცხოვრობს,მე უბრალოდ ჩემი პირადი აზრი დავაფიქსირე
19:12 / 29-05-2016
გამოხმაურება / 0 /
საერთოდ ნებისმიერი რელიგიის ან რაიმე იდეოლოგიის დაჯგუფების ფანატიზმამდე მისული წევრი საშიში და ამაზრზენია. გინდა ქრისტიანი იყოს, გინდა მუსულმანი, საინტოლოგი ან იეჰოვას მოწმე (თუმცა საინტოლოგია და იეჰოვა სექტად ითვლება საქართველოში და ბევრ ქვეყანაში ). ქრისტიანობა უკვე სუკუნეებს ითვლის და ქრისტიანები დიდი ნაწილი აზრზე არის მოსული, თუმცა გიჯები მანდაც არიან, მუსულმანები იყვნენ ლიბერალები, მაგრამ გარკვეული სოციო-შიდა და გარე გარემოებების გამო ვხედავთ სადაც არიან დღეს. რაც შეეხება საინტოლოგიას და იეჰოვას, ისინი დიდ მაშტაბებზე არ არიან გასული და ასეთი მარაზმით ცდილობენ ხალხის მოგროვებას. იმედია, ისინი ვერასოდეს ვერ იქნებიან ბევრნი და გავლენიანნი, სხვა რელიგიებიც საკმარისია ხალხის ტვინის სარეცხად
16:39 / 29-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნენეს
ნენე, მერე სწორი დასახელება ისწავლე და მერე ილაპარაკე- იეჰოვას მოწმეები, ასე უნდა თქვა. მეორე,სად ნახე რომ ღვიძლ და- ძმებთან წყვეტენ ურთიერთობას? ხომ ხედავ არავის მოიწონა შენი კომენტარი!
18:25 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნენე
იოღოველები ასე არ არიან?- ახალი და ძმების შეძენის შემდეგ კავშირს წყვეტენ თავიანთ ღვიძლ და- ძმებთან და ახლო ნათესავებთან, არადა ჩვენთან ძალიან უწყინარი და დაჩაგრული იმიჯი აქვთ1
23:58 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
გაუფრენია მაგ საწყალს
15:29 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS