რენიე შეყვარებული იყო. მისი რჩეული - ჟიზელ პასკალი, მსახიობი, ქალი მშვენიერი სევდიანი თვალებით. ისინი უკვე 6 წელია ერთად
მოვლენების მსგავსი განვითარება არ აწყობდა ონასისს. 1949 წელს რენიემ, რომელსაც მემკვიდრეობად გაპარტახებული სამეფო ერგო, ბერძენ მილიონერს "Societe des Bains de Mer"-ის, მონაკოს საუკეთესო უძრავი ქონების მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი მიჰყიდა. ონასისმა სამეფოს წესრიგში მოიყვანა დაიწყო: აღადგინა კაზინოები, სასტუმროები, ააშენა ახალი იპოდრომი, მოაწყო ნავმისადგომები. ის, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო თავისი ინვესტიციების მომგებიანობაში, ამიტომაც, პრინცისთვის საცოლის შერჩევა მოინდომა. მისი საქმიანი ინტერესები ახალ მსოფლიოს უკავშირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ საცოლე ამერიკელი კინოვარსკვლავი უნდა გამხდარიყო.

საუკუნის ქორწილი. 1956 წლის აპრილში ჯვრისწერის ცერემონიალი გაიმართა. გრეის კელისა და პრინც რენიეს ქორწილი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ მოვლენად მიიჩნევა. ამბობენ, ამ დღეს შეიძლება თანამედროვე შოუ ბიზნესის დაბადების დღე ეწოდოს. დღეს, შორიდან, შეგვიძლია ონასისის "პიარის" გენიალური ნიჭის სათანადოდ შეფასება. ძველი ევროპის მთელმა სილამაზემ და ფუფუნებამ მოიყარა იმ დღეს თავი მონაკოს კათედრალურ ტაძარში, რომელიც იასამნითა და თეთრი ლილიებით იყო მორთული. რენიეს ნაპოლეონის ეპოქის სტილიზებული მუნდირი ემოსა, პატარძალს კი სპილოს ძვლისფერი კაბა-შედევრი, რომელიც ჰოლივუდის კოსტიუმერმა, ელენ როუზმა შეკერა. კაბის შესაქმნელად 25 მეტრი საუკეთესო აბრეშუმი და 100 მეტრი აბრეშუმის მაქმანი გამოიყენეს, რომელიც ქორწილამდე 125 წლით ადრე დაამზადეს ფრანგმა მემაქმანეებმა. თავსაბურავისთვის კი ათასობით მარგალიტი. გრეის კელის საპატარძლო კაბა ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში ინახება.
600 მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დიპლომატები, ქვეყნის მეთაურები, კინოვარსკვლავები, ცნობილი ბიზნესმენები. ამბობენ, რომ ოსკარის დაჯილდოვების დროსაც კი არ მოუყრია თავი ერთად ამდენ ვარსკვლავს. ქორწილის პირდაპირი ტრანსლაცია ევროპის 9 ქვეყანაში მიმდინარეობდა, მას 33 მილიონი ადევნებდა თვალს.
შედეგი. მრავალი წლის განმავლობაში მონაკო მაღალი საზოგადოების ახალი ამბების მიმწოდებელი გახდა მოდური ჟურნალებისათვის, რომელთაც იგი საკულტო დასასვენებელ ადგილად აქციეს. ონასისის იდეამ გაჭრა. მონაკო ნატიფ პუბლიკას იზიდავდა, ნავსადგომებში ძვირად ღირებული იახტები იწონებდნენ თავს, კაზინო სრული დატვირთვით ამუშავდა. ყოველწლიყრად მონაკოს 4 მილიონი ტურისტი სტუმრობს. "მონაკოს გრან პრი" "ფორმულა 1"-ის ყველაზე პრესტიჟული რბოლა გახლავთ. რენიეს მემკვიდრეები გაუჩნდა - ის ორი პრინცესასა და პრინცის მამა გახდა (პრინცესა კაროლინა (1957), მემკვიდრე პრინცი ალბერტ II (1958), პრინცესა სტეფანია (1965).
იხილეთ გრეის ცხოვრების ყველა დეტალი