11 სექტემბერი, 2013
11 წლის საქმროსა და 9 წლის პატარძლის ქორწილმა ეგვიპტეში სკანდალი გამოიწვია
ახალდაქორწინებულთა მშობლები ვერ ხვდებიან, რა გააკეთეს ცუდი და სიამოვნებით უზიარებენ პრესას ცერემონიის დეტალებს ინტერნეტქსელში ეგვიპტურ სოფელში გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ჩანაწერი 11 წლის ბიჭუნასა და 9 წლის გოგონას ქორწილშია გადაღებული. ამ ვიდეოს ეგვიპტეში სკანდალი და საზოგადოებრივი უკმაყოფილება მოჰყვა.

როგორც გაირკვა, მეხუთეკლასელი ომარისა და მისი მეგობარი გოგონას ქორწილი აგვისტოს ბოლოს შედგა. ქორწილში აქტიურად მონაწილეობდნენ ნეფე-პატარძლის მშობლებიც. ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად, დაქორწინება მხოლოდ 18 წლიდან არის დაშვებული.

საზოგადოება აღშფოთებულია იმით, რომ ეგვიპტის დედაქალაქიდან 100 კილომეტრში შუა საუკუნეების დროინდელი
წეს-ჩვეულებები არსებობს.

თუმცა ახალდაქორწინებულთა მშობლები ვერ ხვდებიან, რა გააკეთეს ცუდი და სიამოვნებით უზიარებენ პრესას ცერემონიის დეტალებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ეგვიპტე
ეგვიპტეს საქმეების რჩევას თავი დავანებოთ საკუთარ ქვეყანას მივხედოთ.არაოფიციალურად ჩვენთან უარესები შეიძლება ხდებოდეს
11:49 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
პასიკო
რა უნდა ჰქნან ის თუ იციან.ალბათ მშობლებმა უკვე ასწავლეს
18:33 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
პამპერსი რა, აკვანშიც ნიშნავენ და აქორწინებენ და :))
18:05 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
15:43 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
1234
ბევრიც არ დარჩა იქამდე. მასეც იზავენ.
10:13 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
AVLIPI
ბარემ პამპერსებში დააქორწინონ!
09:34 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS