ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური წყვილის ურთიერთობა, უკვე ერთ წელზე მეტ ხანს ითვლის.
მოდელმა, ახალ პარტნიორთან ურთიერთობა მშვენივრად ააწყო და რაც მთავარია მსახიობის დედას დაუმეგობრდა (როგორც ცნობილია, ბრედლი დედის აზრს დიდ პატივს სცემს). ამასთან, კუპერმა, შეიკის დედის გულის მოგებაც შეძლო.
ცოტა ხნის წინ, თაყვანისმცემლები, გულისამაჩუყებელ სურათს წააწყდნენ: მსახიობს ირინასა და დედამისის, ოლგას ხელი, მზრუნველად უჭირავს და ბიონსეს კონცერტზე მიმავალ გზაზე, პაპარაცების გუნდს არღვევს.
თუმცა ეს ერთადერთი საყურადღებო ფაქტი არ ყოფილა.
შეიკისა და კუპერის ურთიერთობის დაკანონებასა და შვილების გაჩენაზე ხმები, დიდი ხანია დადის. ცოტა ხნის წინ შეყვარებულებმა სახლი ერთობლივად შეიძინეს და საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ. თანაცხოვრების შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი შესაძლოა ბავშვის გაჩენა გახდეს.
შეგახსენებთ, რომ პარტნიორებისთვის, ეს პირველი ბავშვი იქნება.
ნაოკო ვატანაბე