ალბათ, აღარ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც კარდაშიან-ჯენერების ოჯახში განვითარებული მოვლენების შესახებ არ იცის.
წლების განმავლობაში, ოჯახის მეთაურობის ჩრდილქვეშ მყოფმა ბრუს ჯენერმა, 2015 წელს, თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ თავს ბავშვობიდან ქალად გრძნობს და 65 წლის ასაკში სქესის შეცვლა გადაწყვიტა.
მას შემდეგ ბრიუს ჯენერი მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე თვეში, ბრიუსი კეიტლინით შეიცვალა, მამაკაცის გარდერობი, ქალის სამოსმა ჩაანაცვლა და კეტლინი ლგბტ საზოგადოებას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
კეტლინ ჯენერმა, პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ცოტახნის წინ, ამრიკულმა წყაროებმა, სენსაციური სიახლე გაავრცელეს - კეიტლინს კვლავ მამაკაცად გახდომა სურს და საკუთარ გადაწყვეტილებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია.
ჟურნალისტების თქმით, კეტლინს ქალად ტრანსფორმირების დასრულება აღარ უნდა და ფინალური ოპერაციის გაკეთება გადაიფიქრა.

ერთ-ერთი ვერსიით, კეიტლინის აზრის ცვალებადობის მიზეზი, პირად ცხოვრებაში პრობლემებია: წარსულში ოლიმპიური ჩემპიონი, საკუთარ ორიენტაციაში საბოლოოდ ვერ გარკვეულა.
სქესის დაბრუნების ინიციატივას, ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სკანდალი და დიდი რაოდენობით ფულის დაკარგვა მოჰყვება: დღეს კეტლინი, ერთდროულად რამდენიმე კოსმეტიკური და მოდური ბრენდის სახეა, რომელთა კონტრაქტის დარღვევა დიდი თანხა დაუჯდება.
პენი ლეინი