13 მაისი, 2016
ფილიპინელი დიქტატორის ცოლის 2 700 წყვილი ფეხსაცმელი - უღარიბესი ქვეყნის პირველი ოჯახის უმდიდრესი ცხოვრება
მესამე სამყაროს ქვეყნებს ერთი რამ აერთიანებს: მათ კლეპტოკრატები მართავენ. "ქურდული რეჟიმის" აპოთეოზი ფილიპინელი დიქტატორის, მარკოსის ოჯახი გახლავთ, რომელიც იპარავდა ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდა. განსაკუთრებულ "წარმატებას" ამ საქმიანობაში მისმა მეუღლემ, იმელდამ მიაღწია - 14-წლიანი მმართველობის პერიოდში, მან გლამურულ ნივთებზე 1 მილიარდი დოლარი დახარჯა.

მედიისგან კარგა ხნის მივიწყებული ყოფილი დიქტატორის მეუღლე კვლავ მოხვდა პრესის ფურცლებზე: მანილას ეროვნული მუზეუმის რევიზიის დროს სიძველისგან და სინესტისგან დამპალი 1220 წყვილი ფეხსაცმელი აღმოაჩინეს, რომლებიც იმელდას ეკუთვნოდა.


მარკოსის რეჟიმის ისტორია კარგად არის ცნობილი.
1965 წელს ფერდინანდ მარკოსი პრეზიდენტად აირჩიეს, 1969 წელს - მეორე ვადით. მესამე ვადით არჩევა მას არ ეღირსა და 1972 წელს გადატრიალება მოახდინა - კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო. პოლიტიკური კონკურენტები ციხეში გაამწესა, ფილიპინებში დამყარდა დიქტატურა. თუმცა, ეკონომიკაში მარკოსმა ნაციონალ-ლიბერალიზმი დანერგა (ამ პროგრამას ოფიციალურად "ეკონომიკური ნაციონალიზმი" ეწოდებოდა). აკრძალული იყო პროფკავშირები და გაფიცვები - მოკლედ, "მდიდრებო, გამდიდრდით!".

როგორც მესამე სამყაროს ნებისმიერ ქვეყანაში, აქაც მთავარ კაპიტალისტად "პრეზიდენტის" სანათესაო კლანი გახდა. მაგრამ მარკოსების ოჯახი მხოლოდ "ბუნებრივი მონოპოლიების", უძრავი ქონებისა და ვაჭრობის მმართველობით არ შემოიფარგლა, არამედ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქურდობასაც მიჰყო ხელი. დიქტატორის ჩამოგდების შემდეგ, 1986 წელს, რადიკალურმა ოპოზიციამ დაითვალა, რომ მმართველობის პერიოდში მან და მისმა ოჯახმა ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტიდან 10 მილიარდი დოლარი მოიპარა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი). თუმცა, დიქტატორის მომხრეებმა ეს ციფრი გააპროტესტეს, და ამტკიცებდნენ, რომ მან "მხოლოდ და მხოლოდ 3,5 მილიარდი მოიპარა". იხილეთ სრულად 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS