11 მაისი, 2016
"კავკასიელი ტყვე ქალის" ნატალია ვარლეის უიღბლო პირადი ცხოვრება - ნახეთ, როგორ გამოიყურება 69 წლის მსახიობი
ყველასთვის საყვარელი საბჭოთა მსახიობი, ნატალია ვარლეი რუმინეთში, ქალაქ კონსტანცაში 1947 წელს დაიბადა. მალე ოჯახი მურმიანსკში გადავიდა, სადაც მამამისი, საზღვაო კაპიტანი, ვლადიმერ ვიქტორის ძე გადაიყვანეს. ნატალიას მამისგან ვალიური, დედისგან კი ფრანგული ფესვები აქვს. ჰყავს და ირინა, რომელსაც ასევე მსახიობობა იტაცებს და მოყვარულთა თეატრში თამაშობს.

გოგონამ შემოქმედებითი პოტენციალი მცირე ასაკიდან გამოავლინა. ბავშვობიდან წერდა ლექსებს, ხატავდა. 8 კლასის დასრულების შემდგე ნატალია საცირკო და საეტრადო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომლის დასრულების შემდეგ გარკვეული დროით ცირკში, ცნობილ კლოუნთან, ლეონიდ ენგიბაროვთან ერთად მუშაობდა.
მალე გოგონა შუკინის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ნატალიას აქტიური სამსახიობო მოღვაწეობა სწორედ აქედან დაიწყო.

Rating

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვარლეის ბავშვობის გატაცება - პოეზია, არ დავიწყებია და ლექსების წერას განაგრძობდა. მოგვიანებით ლექსების ორი კრებულიც გამოუშვა.
ნატალია ვარლეი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია. გარდა მსახიობისა და პოეტისა, კარგი ვოკალისტი და ტელეწამყვანია.

კინო

მომავალმა მსახიობმა, მოსკოვის ცირკის გასტროლებისას, რეჟისორი გეორგ ემილევიჩი გაიცნო. გეორგი იმდენად მოიხიბლა ნატალიათი, რომ გადაღებებზე მაშინვე მიიწვია და ვარლეის სადებიუტი ფილმი "ცისარტყელას ფორმულაც" შედგა.

შემდეგი ფილმი, რომელმაც მსახიობი მთელი საბჭოთა კავშირის საყვარელ მსახიობად აქციო და მისი სავიზიტო ბარათიც გახდა, ყველასთვის ცნობილი "კავკასიური ტყვე ქალი" იყო. მას შემდეგ 60-მდე ფილმში ითამაშა, თუმცა საზოგადოებისთვის, საყვარელ, მოკრძალებულ, მაგრამ საკუთარი თავის დამცველ, გოგონა ნინოდ დარჩა.

Rating

90-იან ქლებში, როცა კინემატოგრაფია კრიზისს განიცდიდა, ვარლეი უსაქმოდ მაინც არ ყოფილა და სხვადასხვა როლებს ახმოვანებდა. მისი ხმით საუბრობდა, სოფი ლორენი, კატრინ დენევი, მერილ სტრიპი, ვერონიკა კასტრო და სხვა უამრავი მსახიობი. ნატალიამ ორი ათასზე მეტი კინოსახე გაახმოვანე.

პირადი ცხოვრება

ნატალია ვარლეი, პირველად 20 წლის ასაკში, ცნობილ რეჟისორზე, ნიკოლაი ბურლაევზე გათხოვდა. ნატაშას მეგობრები, ამ ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ . მსახიობმა შეცდომა მალე გააანალიზა და ბურლაევს გაეყარა.

Rating

1971 წელს, ვარლეი, თანაკურსელ, ვლადიმერ ტიხონოვს გაჰყვა ცოლად. სამწუხაროდ, წარმატებული არც მეორე ქორწინება გამოდგა. ვლადიმერი და ნატაშა ხშირად კამათობდნენ, ვლადიმერის ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. რამდენიმე თვეში ეს ქორწინებაც დასრულდა. განშორების შემდეგ, ვარლეიმ მალე შეიტყო, რომ ფეხმძიმედ იყო. 1972 წელს, როცა წყვილი ოფიციალურად გაშორებულები იყვნენ, როცა ვაჟი ვასილი შეეძინათ.

1985 წელს, ნატალიას მეორე ვაჟი, ალექსანდრე შეეძინა, რომლის მამა, პრესისა და სოციალური ქსელების ცნობით, უზბეკი მსახიობი ულმას ალიხოჯაევი გახლავთ. ვარლეის მასთან რომანი, ფილმის "ცეცხლოვანი გზების" გადაღებებისას ჰქონდა.

მსახიობის ორივე ვაჟი კინორეჟისორი გახდა.

მსახიობს არც მესამე ქორწინებაში გაუმართლა. მისი მეუღლე, რომელიც მსახიობზე ასაკით გაცილებით უმცროსი იყო, მშენებლობით იყო დაკავებული. ამ პერიოდში, ვარლეი საკმაოდ რელიგიურად ცხოვრობდა და ქმართან ჯვარიც დაიწერა, მაგრამ ურთიერთობა ვერც ამან გადაარჩინა და ნატალია კვლავ მარტო დარჩა.

Rating

სანაცვლოდ, ნატალია ვარლეის სახლში უამრავი კატა ჰყავს. კატები მისი ყველაზე დიდი გატაცებაა. ერთ დროს სახლში სხვადსხვა ასაკის 20-მდე კატა ჰყავდა, ახლა კი სულ რამდენიმე შემორჩა. ნატალია ვარლეი, ამ შინაური ცხოველების გაგების ნამდვილი ექსპერტია და კატების აღზრდასა და შენახვაზე წიგნიც გამოსცა.

ნაოკო ვატანაბე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლია-ს
ეს კატების დამსახუებაა ასე კარგად რომ გამოიყურება, კატები (თუ პატროს უყვარს)ძალიან ბევრ დადებით ენერგიას და გაახალგაზრდავების ელექსირს აძლევენ პატრონს შეუმჩნევლად. დიახ, ეს ასეა!
11:55 / 20-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ანი
შეუდარებელია ეს გოგო ამ ფილმში, სასწაული! ზალინა მიყვარს და მეწყინა ტუ ბედნიერი არ არის ასე ამ როლს ვერავინ ითამაშებდა
20:58 / 13-05-2016
გამოხმაურება / 0 /
lia
69 წლის ადამიანის კვალობაზე შესანიშნავად გამოიყურება! ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მინდა ვუსურვო..
10:43 / 13-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS