საიდუმლო დიდხანს იყო მისი ქალიშვილი ლიზა ჯობსი, რომელსაც ''ეპლის'' ხელმძღვანელი დიდხანს არ აღიარებდა კანონიერ შვილად.
როგორც ოფიციალური ბიოგრაფიიდან არის ცნობილი, 1976 წელს 21 წლის სტივ ჯობსმა დააარსა კომპანია
ორი წლის შემდეგ გაჩნდა კომპიუტერი ''ლისა'' , რომელმაც მოგვიანებით სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა პერსონალურ კომპიუტერებზე.
იმავე წელს სტივის მეგობარმა ქალმა კრისტინ-ენ ბრენანმა, რომელთანაც ჯობსს ჯერ კიდევ სკოლაში ჰქონდა ურთიერთობა, გააჩინა ქალიშვილი, სახელად ლიზა. სტივი თავდაპირველად უარყოფდა ბავშვის გაჩენასთან რაიმე კავშირს და ასევე იმას, რომ მას რაიმე შეხება ჰქონდა კომპიუტერის სახელწოდებასთან.
ირწმუნებოდა, რომ მის პატივსაცემად სულაც არ დაურქმევია კომპიუტერისთვის ''ლისა'' და საერთოდაც, სასამართლოში ამტკიცებდა, სტერილური ვარ და უშვილო, ეგ ჩემი შვილი ვერ იქნებაო. ბოლოს გენეტიკური და სხვა ანალიზებით დაუმტკიცეს, რომ ბავშვი ნამდვილად მისი იყო.
იმავე წელს ტექნოლოგიისა და ბიზნესის გურუ ჯობსი ''ყველაზე ჭკვიან ხელმძღვანელად'' აღიარეს და მილიარდერთა სიაშიც აღმოჩნდა. მისი აღმასვლა წარმატებით დაიწყო, თუმცა წარმატებული ბიზნესმენი არც ისეთი ღირსეული მამაკაცი აღმოჩნდა და ორი წელი არბენინა თავისი შვილის დედა სასამართლოებში, რომ ქალს თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.
მოგვიანებით, თითქმის შვიდი წლის განმავლობაში, ჯობსი, უკვე წარმატებული ბიზნესმენი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, უარს ამბობდა თავისი შვილისა და მისი დედის დახმარებაზე.
ასე რომ, ყოფილი მხატვარი კრისტინ-ენი და მილიარდერის ქალიშვილი ლიზა უმუშევრობის კომპენსაციის წყალობით არსებობდნენ. მხოლოდ მაშინ, როცა ლიზა 7 წლის გახდა, მამამისს რატომღაც შეეცვალა გოგონასადმი დამოკიდებულება და მას მერე ისინი დაახლოვდნენ, ხოლო როცა გოგონამ თინეიჯერობის ასაკს მიაღწია, მამასთან გადავიდა საცხოვრებლად.
დღეს ლიზა ბრენან-ჯობსი ჟურნალისტი და სხვადასხვა ცნობილი ჟურნალის სვეტების ავტორია. კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს სტივ ჯობსის სამ შვილთან და მამის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების გარკვეული ნაწილის მფლობელიც გახდა.
''მაიკროსოფტის'' დამაარსებელი ბილ გეიტსი ასევე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის და მისი ცოლი მელინდა სამ შვილს საკმაოდ მკაცრად ზრდიან, არც ფუფუნებით ანებივრებენ და არც ძვირად ღირებული საჩუქრებით.
ამიტომაც გაუკვირდა ყველას, როცა ორიოდე წლის წინ ბილმა თავის 15 წლის ქალიშვილ ჯენიფერს ველინგტონში სახლი უქირავა, რომლის ქირა თვეში 600 ათასი დოლარი იყო. ყველას ეგონა, რომ მკაცრი ბილი მოლბა და მოზრდილი შვილი მარტო გაუშვა საცხოვრებლად, თუმცა სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა.

გოგონა ცხენოსნობის დიდი მოყვარულია, სწორედ იმ პერიოდში ველინგტონის მახლობლად უნდა გამართულიყო დოღი და ცხენოსნების შეკრება. სწორედ ამასთან დაკავშირებით, ბილმა შვილის გატაცება წაახალისა, უქირავა სახლი რამდენიმე საძინებლით, საჯინიბოთი და ცხენებით, რომ კარგად მომზადებულიყო და ასპარეზობაშიც ღირსეულად მიეღო მონაწილეობა.
საერთოდ, ბილი შვილებს ნაკლებად ანებივრებს. მისი შვილების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ჯენიფერი ბოლო დროს პაპარაცების ყურადღებას ხშირად იპყრობს. გოგონას კარგი გარეგნობა აქვს, მეგობარი ბიჭიც ჰყავს, ამბობენ, რომ საკმაოდ ჭკვიანიც არის და მომავალში შესაძლოა დიდი წვლილი შეიტანოს მამის წამოწყებულ დიდ საქმეში.
სხვათა შორის, ბილს ნათქვამი აქვს, რომ სულაც არ აპირებს, თავისი ქონება შვილებს გაუნაწილოს ან მემკვიდრეობით დაუტოვოს, მისი აზრით, მათ ყველაფერს თვითონ უნდა მიაღწიონ.
მშობლების მხარდაჭერისა და ზრუნვის იმედიც უნდა ჰქონდეთ, ოღონდ არა იმის, რომ მათგან დაუსრულებლად მიიღებენ ფულს სანებივროდ. ბილ გეიტსსა და მის ცოლს, რომლებიც ქველმოქმედებას უდიდეს როლს ანიჭებენ, მიაჩნიათ, რომ მათ მემკვიდრეობას გაცილებით მეტი სარგებლობის მოტანა სწორედ ამ კუთხით შეუძლია.
ჟურნალი ''რეიტინგი''