09 სექტემბერი, 2013
გალინა ბრეჟნევას სკანდალები და საყვარლები
ისინი სიამოვნებით ერთობოდნენ ბრეჟნევასთან, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგებდა, მაშინვე ოჯახური მოვალეობები ახსენდებოდათ 15 წლის წინ, 1996 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა - გალინა ბრეჟნევა. ბევრმა ამ ცნობილი ქალბატონის პირადი ცხოვრების შესახებ პირველად ჟურნალისტ ევგენი დოდოლევის პუბლიკაციებით შეიტყო. ამის შემდეგ ევგენიმ ბრეჟნევაზე წიგნებიც გამოსცა. გთავაზობთ მწერლის ინტერვიუს და მისი წიგნებიდან გალინა ბრეჟნევას შესახებ ცხოვრების საინტერესო დეტალებს.

- ევგენი, გალინა ბრეჟნევას იცნობდით?
- გალინა ''პერესტროიკის'' დროს გავიცანი, კაშკაშა ''საბჭოთა პრინცესას''
ვერ ''მივუსწარი'' , ვნახე გაუბედურებული ქმნილება. ის იყო ბოჰემური და არა ნომენკლატურული წყობის ქალი. სამწუხაროდ, არა იმ ოჯახში და არა იმ ეპოქაში დაიბადა. მის სახელგანთქმულ მეგობრებს შორის იყვნენ დიდი თეატრის სოლისტები, შოუბიზნესის წარმომადგენლები - ვისოცკი, კობზონი, ესამბაევი...
- მეგობრები თუ საყვარლები?
- ისინი ახლობლები იყვნენ. გალინას ბოჰემა იტაცებდა. მისი პირველი ქმარი, ევგენი მილაევი, ეკვილიბრისტი იყო. მეორე, იგორ კიოც ცირკის მსახიობი გახლდათ. აი, მესამე მეუღლე, იური ჩურბანოვი - მილიციის გენერალი.
- ბოლო ქმრის ბედი არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა.
- მორალის თვალსაზრისით ეს ხალხი არაფრით არ იყვნენ უარესები თავიანთი წინამორბედებისა და ახლანდელი პოლიტელიტის წარმომადგენლებისგან, თანაც, თითოეულ მათგანს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა.
- რატომ გადაწყვიტეთ ბრეჟნევზე წიგნის დაწერა?
- წიგნის დაწერა საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა გავიგე, რომ გალინა ბრეჟნევას საყვარლის ბურიაცის როლს მინისერიალ ''ბრილიანტებზე მონადირენში'' ევგენი მირონოვი შეასრულებდა. მე მომიწია ბორის ივანოვიჩთან ურთიერთობამ, მას საერთოდ განსხვავებული ენერგეტიკა ჰქონდა, მირონოვის განსახიერებული პერსონაჟი ძალიან შორს არის ნამდვილისგან. ჩემი აზრით, ბურიაცა საერთოდ არ იყო ლამაზი და საბედისწერო მამაკაცი. როცა ბურიაცა ვნახე, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ გახლდათ - ახალი დაბრუნებული იყო ციმბირული გადასახლებიდან. საიანოგორსკში სასჯელის მოხდის დროს ბორისი ბლეფარიტით დაავადდა, რომელიც ტკიპის ნაკბენმა გამოიწვია - ბოშამ წამწამები დაკარგა და ამის გამო მუქი მწვანე თვალები გადმოეკარკლა. საშუალო სიმაღლის ბორისს სოლიდური გარეგნობა და პატარა ღიპი ჰქონდა. ბოშა კოჭებამდე ქურქს ატარებდა, დრაკონებიანი აბრეშუმის პერანგები ან ჟაბოებიანი პერანგები ემოსა, თავზე
ფართოფარფლიანი შავი შლაპა ეხურა, ხავერდის პიჯაკი ან ელვაშესაკრავიანი ჯინსის ქურთუკი ეცვა, ფეხზე წვეტიანი, წაულისბეწვიანი ჩექმა ეცვა.
- გალინას მესამე ქმარსაც იცნობდით?
- მე და ჩურბანოვი ერთ სახლში ვცხოვრობდით.

იგორ კიოსთან გაყრა

- როდესაც მილაევს გავცილდი, მე და იგორმა იმ დღესვე მოვაწერეთ ხელი, - მითხრა ბრეჟნევამ. - აღმოჩნდა, რომ კანონით დაუშვებელი იყო, მაგრამ ჩვენ გვეჩქარებოდა. იგორი სოჭში გასტროლებზე აგვიანებდა. მმაჩის ბიუროში ყველაფერი ავუხსენით, ისინიც დაგვეხმარნენ, ხელი მოგვაწერინეს. ჩვენ სოჭში გადავფრინდით, ცირკის სასტუმროში ვცხოვრობდით. შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში ''ზემოდან'' ჩაერივნენ და განგვაქორწინეს. მივედით ქორწინების სახლში, სადაც გვითხრეს: ''თქვენი ქორწინება გაუქმებულია!'' . იგორი ამას ძალიან განიცდიდა. შემდეგ მან იოლანტა მოიყვანა ცოლად, რომელიც თუთიყუშებთან მუშაობდა. მაშინ იგორი 20 წლისაც არ იყო. ერთმანეთი იაპონიაში გასტროლების დროს გავიცანით. ლეონიდ ილიჩს კი მოახსენეს გალინას ''ცელქობის'' შესახებ, მაგრამ საბჭოთა ბელადი შვილის წინაშე უძლური იყო.

გულუხვი ბრეჟნევი

გალინას და ჩურბანოვის ქორწილი 12 აპრილს აგარაკზე გადაიხადეს. საქმროს დამორცხვებული მშობლები ქორწილში ლიმუზინით მიიყვანეს. მათთან ერთად მივიდა ჩურბანოვის და-ძმაც. სტუმრებს შორის სიძის რამდენიმე თანამშრომელიც იყო. თამადობა გენერალურმა მდივანმა ითავა.
ჩურბანოვი მადლიერების გრძნობით იღებდა საჩუქრებს - ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. სხვათა შორის, დაწინაურება უკანა რიცხვით გააფორმეს. გულუხვმა სიმამრმა ჩურბანოვს ძვირფასი ''შკოდა-1000'' აჩუქა, რომელიც სიძემ იმავე დღეს გაყიდა. რამდენიმე კვირაში ბრეჟნევმა იურის ''რენო 16'' გადასცა, რომელიც გენერალურ მდივანს საფრანგეთის პრეზიდენტმა უსახსოვრა. ლოგიკის მიხედვით, ნაჩუქარი ნივთის კანონიერი ადგილი სპეცგარაჟი იყო, მაგრამ... ტექპასპორტი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის ხელისუფლის ვიზამ დაამშვენა: ''ჩურბანოვს გასაცნობად'' . ეტყობა, სიძეს გაცნობის შემდეგ მანქანა მოეწონა.
Rating

გალინასა და ჩურბანოვის ურთიერთობა

როგორც ამბობენ, გალინა ლეონიდოვნა ცდილობდა, არანაირი დოკუმენტი არ ყოფილიყო ჩურბანოვის სახელზე. ერთხელ მან აღმოაჩინა, რომ აგარაკის დენის გადასახადი ქმრის გვარზე იყო გამოწერილი. გალინამ მოსამსახურეს საშინელი სკანდალი მოუწყო, ჩხუბობდა, უშვერ სიტყვებს გაიძახოდა, ითხოვდა, იმ უმნიშვნელო საბუთიდანაც ამოეშალათ მისი მეუღლის გვარი. იმის გაფიქრებაც კი არ უნდოდა, რომ ჩურბანოვს რაიმე პრეტენზია ექნებოდა ჟუკოვკის აგარაკზე. თავად ჩურბანოვი ავადმყოფურად რეაგირებდა ცოლის მსგავს გამოხდომებზე.

ბორის ბურიაცაზე

ბრილიანტის სკანდალისთვის ყველაზე მოსახერხებელი სამიზნეა შერჩეული: ბისექსუალ-ავანტიურისტი ბორის ბურიაცა და მისი მზრუნველი მეგობარი გალინა ლეონიდოვნა. გალინას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია საიუველირო ნაწარმზე ფასების მომატებაზე, ამით სარგებლობდა და მეგობრებთან ერთად ყველაფერს წინასწარ ყიდულობდა, ქონებას აგროვებდა. მაშინ, როდესაც მოსკოვში ლავოჩნიკების ქუჩაზე საიუველირო ფაბრიკა ააშენეს, ბრეჟნევა იქ ყელსაბამებსა და სამაჯურებს საკუთარი ესკიზით ამზადებინებდა. საეჭვოა, ვინმემ უკეთესად იცოდეს ბრეჟნევას ძვირფასეულობით გატაცება, ვიდრე იმან, ვისაც ''ბორის ბრილიანტს'' ეძახდნენ. ამ ძვირფასეულობის თაობაზე ბურიაცას დაკითხვა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს. დაკითხვიდან ძალიან მალე იგი უცნაურ ვითარებაში ქირურგის მაგიდაზე დაიღუპა. ბორის ბურიაცა მჭიდროდ იყო დაკავშირებული დიდი თეატრის ''ბილეთების მაფიასთან'' . ბილეთებს ოფიციალურ ფასად ყიდულობდნენ და უცხოელებზე 200 დოლარად ყიდდნენ. გალინას საყვარელი და მისი ძმა რუმინეთის ელჩის რეზიდენციაში ხშირი სტუმრები იყვნენ. ელჩის ცოლიც ბოშა იყო, ბორისი ჩეხოვის ქუჩაზე კოოპერატიულ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც ანტიკვარებით გახლდათ გამოტენილი. თავისი სახლის მახლობლად ბურიაცა სამჯერ სცემეს, მაგრამ არც ერთხელ არ მოხსნეს ხელიდან პლატინის ბეჭედი, თავად მიიჩნევდა, რომ იური ჩურბანოვის ხალხი ესხმოდა თავს, რომელსაც აღიზიანებდა მისი ცოლის ურთიერთობა კრიმინალთან.

ცოლიან თაყვანისმცემლებზე

გალინას ყველაზე შესაშური პარტნიორი მასზე 11 წლით პატარა მორის ლიეპა იყო. ერთად ხუთი წელი იცხოვრეს. ამასთან, ცნობილი მოცეკვავე ოფიციალურ ოჯახს თავს ვერ ანებებდა, მიუხედავად იმისა, რომ გალინას წყალობით მიიღო ბრუსოვის შესახვევში აპარტამენტები.

გალინას ქალიშვილი ვიქტორია ევგენიევნა მიიჩნევდა, რომ დედამისი გათვალული იყო, ყველა თაყვანისმცემელი ცოლიანი გახლდათ. ისინი სიამოვნებით ერთობოდნენ ბრეჟნევასთან, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგებდა, მაშინვე ოჯახური მოვალეობები ახსენდებოდათ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ტეონა
რას გავს ეს საცოდავი , ამას არც ფული უშველიდა და არც მამის თანამდებობა, სუფთა უგემოვნებო ღორია.
21:46 / 16-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ანანო-27
მამას დამგვანებია შესახედავად!
12:42 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ისტორიაში იყო არავინ
ამდენი ფულისა და ქონების პატრონი,ცოტა თავისთვის მიეხედა,ან პლასტიკური ოპერაციები გაეკეთებინა,ან გამხდარიყო, ან ლიპოსაქცია...ხრუშოვის ცოლივით,ყოველთვის ღორივით იყო ჩასუქებული და თავმოუვლელი....ალბათ იქით უხდიდა ხელფასს იმ კაცებს,თავის ბოიფრენდებს და ქმრებს....ქალის არამსგავსი...
11:23 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS