2012 წელი, გამოსვლა მამასთან ერთად

ბავშვობაში, ბიანკა ფიგურული სრიალით იყო გატაცებული, თუმცა სერიოზული ტრავმის გამო, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო.

ამჟამად გოგონა სამსახიობო კარიერითაა დაკავებული

"არ მინდა მამაჩემის ჩრდილში მოვექცე. მირჩევნია ყველა სირთულე გავიარო, ვიდრე საწადელს მარტივად
ცნობილი მამის ფილმებში, ბიანკამ უკვე რამდენიმე როლი განასახიერა.

"ხალხი ხშირად მოდის ჩემთან და მეუბნებიან, რომ მამა ძალიან უყვართ. მოსასმენად რა თქმა უნდა სასიამოვნოა, მაგრამ მე რა შუაში ვარ?" - გამოტყდა ბრი.
ახალ ფოტოსესიაში, ბრიმ შთამბეჭდავი სხეული და შესაშური მოქნილობა დაგვანახა
როგორც თავად ბრი გვიყვება, ბავშვობაში საბრძოლო ხელოვნება სძულდა.

ახლა კი აქტიურად ამუშავებს მამის ილეთებს.
ბიანკამ, ვან დამის 6 ფილმში ითამაშა და რამდენიმე მათგანის თანაპროდიუსერიც გახდა.
ბრის მშობლებისგან არა მარტო სილამაზე, საოცარი მოქნილობაც გამოჰყვა
"მინდა პატარა გოგონებს ვაჩვენო, როგორ შეიძლება იყო დაკუნთული და ამასთან ქალურობა შეინარჩუნო. შეგიძლიათ ფეხიფეხ გადადებული იჯდეთ მაგიდასთან, შემდეგ კი თუ ვინმემ გაგანაწყენათ, ლამაზად და ქალურად იძიოთ შური. მამაჩემის წყალობით, ჩემი თაობა საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდა და მინდა მისი საქმე გავაგრძელო" - ამბობს ბრი.

მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა ყოველთვის შესაშური არ ყოფილა, თუმცა ამჟამად მათ შორის ყველაფერი კარგადაა.


როგორც ბიანკა ჰყვება, მამასთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა ეს დრო წარსულში დარჩა.
ახლა გოგონა, სპორტულ დარბაზში მამასთან ერთად დადის და თავისუფალ დროსაც მასთან ერთად ატარებს.

ნაოკო ვატანაბე