09 სექტემბერი, 2013
თამთა გოდუაძე ბერძნებმა კიდევ ერთხელ აღიარეს საუკეთესოდ
თამთა საბერძნეთში შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორედ ჯერ არ გათხოვილა, თუმცა ბერძნული ტაბლოიდები ხანდახან წერენ მისი რომანის შესახებ რომელიმე ცნობილ სახესთან საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამთა გოდუაძის შესახებ ''რეიტინგს'' არაერთხელ დაუწერია. წლების წინ საბერძნეთში წასული თამთა იქ საკმაოდ წარმატებული მომღერალი გახდა. თამთა ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია და ცოტა ხნის წინ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

თამთას ერთ-ერთი ყველაზე ახალი ამბავი არის მისი ახალი სიმღერა PARE ME, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა და საბერძნეთის ჩარტებში უკვე მოიპოვა ლიდერობა.
მანამდე, ივნისის ბოლოს, თამთა აქტიურად მონაწილეობდა საბერძნეთის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის MAD AWARDS-ის წლევანდელ დაჯილდოებაზე.

როგორც წესი, თამთა ყოველ წელს მისი მონაწილე, ნომინანტი ან პრიზიორია. წელსაც გამოიჩინა თავი და ჯერ მისი ვიდეო სიმღერაზე Kონტა შოუ აღიარეს საუკეთესოდ და თამთას ჯილდოც გადასცეს, მერე კი სცენაზე იხმეს და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შოუ აჩვენა.
Rating
საერთოდ, თამთა თამამი და სექსუალური სცენური იმიჯით არის ცნობილი. ეს ამ ცერემონიაზეც დაადასტურა და გამჭვირვალე კაბით წარდგა მაყურებლის წინაშე. ცერემონიის მეორე დღეს პრესა იმაზე უფრო მეტს წერდა, როგორი სექსუალური იყო თამთა, ვიდრე დაჯილდოებულებისა და ნომინანტების შესახებ. 

ვისაც არ ახსოვს, მათ შევახსენებ, ვინ არის საბერძნეთისა და კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პოპმომღერალი თამთა გოდუაძე, ან უბრალოდ თამთა, როგორც იქაურები მოიხსენიებენ. 

თამთა 1981 წლის 10 იანვარს არის დაბადებული საქართველოში. ხუთი წლიდან დაიწყო სიმღერა. თითქმის ექვსი წელი საქართველოში მღეროდა, საბავშვო ჯგუფის ვოკალისტად. პარალელურად სწავლობდა ფორტეპიანოსა და ბალეტს.

საქართველოში ბავშვთა სიმღერების კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, მოზარდობის წლებში კი მუსიკალურ სპექტაკლებში მონაწილეობდა. უმაღლესი განათლებაც აქვე მიიღო - უცხო ენათა ინსტიტუტში რუსული და ინგლისური ენები შეისწავლა, მერე კი, 22 წლისა, საბერძნეთში გაემგზავრა.

როგორც ამბობენ, საბერძნეთში ჩვეულებრივ, სამუშაოდ წავიდა, რადგან მაშინ უკვე შვილი ჰყავდა (თამთას ძალიან ადრე, 14 წლისას გაუჩნდა შვილი), მარტოხელა დედა იყო და მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდებოდა.

საბერძნეთში იმ პერიოდში იწყებოდა შოუ ''სუპერ აიდოლ'', დამწყები ვოკალისტების კონკურსი. მასში თამთამ ფინალამდე მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა. ეს წარმატება ტრამპლინი აღმოჩნდა მისთვის შოუბიზნესის სამყაროში. იმავე წელს გამოჩნდა მისი პირველი სიმღერა Eisai To Allo Mou Miso, რომელიც რადიოჰიტად იქცა.

მას მერე თამთამ არაერთი სიმღერა, ალბომი გამოუშვა, ჩაწერილი აქვს დუეტები საბერძნეთის სუპერვარსკვლავებთან, დადის ტურნეებზე და საკმაოდ წარმატებული და პოპულარული მომღერალია. ბერძნებს ის ძალიან უყვართ.
Rating
თამთას ხშირად იწვევენ ტელეპროექტებში, შოუებში, სხვადასხვა ბრენდის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიებში და ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მომღერალიც არის საბერძნეთში. ბოლოს ბერძნული ბრენდის Toi & Moi-ს 2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო სახე იყო.

თამთამ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა საბერძნეთში ''ევროვიზიის'' შესარჩევ კონკურსებში, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლო ბოლომდე გასვლა და ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებად დარჩა ამ კონკურსზე საბერძნეთის სახელით წარდგომა. 

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, თამთა საბერძნეთში შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორედ ჯერ არ გათხოვილა, თუმცა ბერძნული ტაბლოიდები ხანდახან წერენ მისი რომანის შესახებ რომელიმე ცნობილ სახესთან.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
ნანა
ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
08:47 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS