09 სექტემბერი, 2013
თამთა გოდუაძე ბერძნებმა კიდევ ერთხელ აღიარეს საუკეთესოდ
თამთა საბერძნეთში შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორედ ჯერ არ გათხოვილა, თუმცა ბერძნული ტაბლოიდები ხანდახან წერენ მისი რომანის შესახებ რომელიმე ცნობილ სახესთან საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამთა გოდუაძის შესახებ ''რეიტინგს'' არაერთხელ დაუწერია. წლების წინ საბერძნეთში წასული თამთა იქ საკმაოდ წარმატებული მომღერალი გახდა. თამთა ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია და ცოტა ხნის წინ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

თამთას ერთ-ერთი ყველაზე ახალი ამბავი არის მისი ახალი სიმღერა PARE ME, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა და საბერძნეთის ჩარტებში უკვე მოიპოვა ლიდერობა.
მანამდე, ივნისის ბოლოს, თამთა აქტიურად მონაწილეობდა საბერძნეთის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის MAD AWARDS-ის წლევანდელ დაჯილდოებაზე.

როგორც წესი, თამთა ყოველ წელს მისი მონაწილე, ნომინანტი ან პრიზიორია. წელსაც გამოიჩინა თავი და ჯერ მისი ვიდეო სიმღერაზე Kონტა შოუ აღიარეს საუკეთესოდ და თამთას ჯილდოც გადასცეს, მერე კი სცენაზე იხმეს და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შოუ აჩვენა.
Rating
საერთოდ, თამთა თამამი და სექსუალური სცენური იმიჯით არის ცნობილი. ეს ამ ცერემონიაზეც დაადასტურა და გამჭვირვალე კაბით წარდგა მაყურებლის წინაშე. ცერემონიის მეორე დღეს პრესა იმაზე უფრო მეტს წერდა, როგორი სექსუალური იყო თამთა, ვიდრე დაჯილდოებულებისა და ნომინანტების შესახებ. 

ვისაც არ ახსოვს, მათ შევახსენებ, ვინ არის საბერძნეთისა და კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პოპმომღერალი თამთა გოდუაძე, ან უბრალოდ თამთა, როგორც იქაურები მოიხსენიებენ. 

თამთა 1981 წლის 10 იანვარს არის დაბადებული საქართველოში. ხუთი წლიდან დაიწყო სიმღერა. თითქმის ექვსი წელი საქართველოში მღეროდა, საბავშვო ჯგუფის ვოკალისტად. პარალელურად სწავლობდა ფორტეპიანოსა და ბალეტს.

საქართველოში ბავშვთა სიმღერების კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, მოზარდობის წლებში კი მუსიკალურ სპექტაკლებში მონაწილეობდა. უმაღლესი განათლებაც აქვე მიიღო - უცხო ენათა ინსტიტუტში რუსული და ინგლისური ენები შეისწავლა, მერე კი, 22 წლისა, საბერძნეთში გაემგზავრა.

როგორც ამბობენ, საბერძნეთში ჩვეულებრივ, სამუშაოდ წავიდა, რადგან მაშინ უკვე შვილი ჰყავდა (თამთას ძალიან ადრე, 14 წლისას გაუჩნდა შვილი), მარტოხელა დედა იყო და მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდებოდა.

საბერძნეთში იმ პერიოდში იწყებოდა შოუ ''სუპერ აიდოლ'', დამწყები ვოკალისტების კონკურსი. მასში თამთამ ფინალამდე მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა. ეს წარმატება ტრამპლინი აღმოჩნდა მისთვის შოუბიზნესის სამყაროში. იმავე წელს გამოჩნდა მისი პირველი სიმღერა Eisai To Allo Mou Miso, რომელიც რადიოჰიტად იქცა.

მას მერე თამთამ არაერთი სიმღერა, ალბომი გამოუშვა, ჩაწერილი აქვს დუეტები საბერძნეთის სუპერვარსკვლავებთან, დადის ტურნეებზე და საკმაოდ წარმატებული და პოპულარული მომღერალია. ბერძნებს ის ძალიან უყვართ.
Rating
თამთას ხშირად იწვევენ ტელეპროექტებში, შოუებში, სხვადასხვა ბრენდის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიებში და ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მომღერალიც არის საბერძნეთში. ბოლოს ბერძნული ბრენდის Toi & Moi-ს 2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო სახე იყო.

თამთამ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა საბერძნეთში ''ევროვიზიის'' შესარჩევ კონკურსებში, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლო ბოლომდე გასვლა და ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებად დარჩა ამ კონკურსზე საბერძნეთის სახელით წარდგომა. 

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, თამთა საბერძნეთში შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორედ ჯერ არ გათხოვილა, თუმცა ბერძნული ტაბლოიდები ხანდახან წერენ მისი რომანის შესახებ რომელიმე ცნობილ სახესთან.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
სოფო
"სიმართლე არავის უყვარს"-ს საყურადგებოდ! შენ ალბათ ტელევიზორი არ გაქვს და ჩორით მოტანილ ამბებს ისმენ! თამთა გოდუაძე ჩამოსვლიდან პირველივე წელს გახდა ცნობილი,მან 2004 წელს მონაწილეობა მიიგო ერთერთ ცნობილ კონკურსში "SUPER IDOL 2004" http://www.youtube.com/watch?v=TpxBHLYpX9c და დამსახურებული მეორე ადგილიც დაიკავა!!! არანაირად არ გაუქაჩავს "საყვარელს". და შენ კი გეტყობა რამდენი საყვარელი გყავს გამოცვლილი და მაგიტომ არ გეცალა ალბათ ტელევიზორის საყურებლად. ნიჩი არასად არ იკარგება და ნამდვილად იმსახურებს იმწარმატებას რასაც ამ გოგომ მიაგწია და მეც მტელი გულით ვუსურვებ წინ სვლას ცხოვრებაში და წარმატებებს..... შენი და შენნაირი ბოგმიანების და ჭორიკნების გულზე გასახეთქად!!!!!!
18:30 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნელი
თამთა მიხარია შენი წარმატებები, მშრომელი და ნიჭიერი გიგი ხარ, გააგრძელე. შენ ისეთი დედის შვილი ხარ, იმდენი გადაიტანა დრეჯანმა შენს გამო, რომ ყოჩაღ, ასე რომ დააფასე დედის ამაგი. კარგად იყავი შენს ლამაზ დედიკოსთან და შვილთან ერთად. ეარმატებები........
18:13 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დარია
თამთა გოგუაძე არის გვარად.გოდუაძე საიდან მოიტანეს თუ გადაიკეთა გვარი?
16:46 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ტანსაცმელი არ აქვს?
16:36 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს გოგო საჭირო ადგილზე მოხვდა საჭირო დროს და გონივრულად გამოიყენა. ბერძნების სიმღერებს სულ რომ ტირიან და გლოვობენ კი სჯობია თამთას ცოცხალი სიმღერები,თორემ დიდი ტალანტით არ გამოირჩევა.წარმატება ჰქონოდეს მუდამ.
16:01 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
აღაპი
ძალიან მომწონს თამთა,მიზანდასახული და შრომისმოყვარე გოგოა,ბერძნებთან ადვილი არ არის თავის დამკვიდრება,მან ეს შეძლო.წარმატებები ყოველთვის თამთას.
15:43 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ავთანდილ გიუნაშვილი
რა სისულელეებს წერთ, საბერძნეთში ნიჭი არ ქონდეს ვინმეს და ყველაზე რეიტინგულ საკის რუასთან და მაზონაკისთან იმღერებ უცხოელი და მით უფრო ქართველი ხომ? თამთას ერთად ერთი ვინც მართლა თავის ნიჭის და უდიდესი შრომის შემდგომ დაეხმარა დედამისი იყო, რა ქონდა თამთას რომ გადაეხადა ერთი ან მის ,,საყვარელს " რომ წერ ერთი? ვისთანაც თამთა იყო აქეთ ქაჩავდა თამთა ან გრიგორის პეტრაკოსს თამთა როგორ უნდა გაექაჩა როცა ერთი ჩვეულებრივი კომპოზიტორია და რაც დაშორდნენ ისვიათად თუ სადმე გამოჩნდება ხოლმე .
14:36 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე არავის უყვრს
მე საბერძნეთში ვცხოვრობდი და ვიცი, რომ საყვარელმა გაქაჩა,რომელტანც ერთ ხანს იყო და მერე დაშორდა. დიდი ნიჭით ეს არ გამოირჩევა და იხდის და ხალხს უხარია რაა... რავი, კაია მაინც წარმატებული ქართველია უცხოეთში
14:23 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სისულელე ქალი.
11:23 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
7723
სტრიპტიზიორშაა თუ რა უბედურებაა?
09:14 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS