09 სექტემბერი, 2013
თამთა გოდუაძე ბერძნებმა კიდევ ერთხელ აღიარეს საუკეთესოდ
თამთა საბერძნეთში შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორედ ჯერ არ გათხოვილა, თუმცა ბერძნული ტაბლოიდები ხანდახან წერენ მისი რომანის შესახებ რომელიმე ცნობილ სახესთან საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამთა გოდუაძის შესახებ ''რეიტინგს'' არაერთხელ დაუწერია. წლების წინ საბერძნეთში წასული თამთა იქ საკმაოდ წარმატებული მომღერალი გახდა. თამთა ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია და ცოტა ხნის წინ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

თამთას ერთ-ერთი ყველაზე ახალი ამბავი არის მისი ახალი სიმღერა PARE ME, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა და საბერძნეთის ჩარტებში უკვე მოიპოვა ლიდერობა.
მანამდე, ივნისის ბოლოს, თამთა აქტიურად მონაწილეობდა საბერძნეთის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის MAD AWARDS-ის წლევანდელ დაჯილდოებაზე.

როგორც წესი, თამთა ყოველ წელს მისი მონაწილე, ნომინანტი ან პრიზიორია. წელსაც გამოიჩინა თავი და ჯერ მისი ვიდეო სიმღერაზე Kონტა შოუ აღიარეს საუკეთესოდ და თამთას ჯილდოც გადასცეს, მერე კი სცენაზე იხმეს და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შოუ აჩვენა.
Rating
საერთოდ, თამთა თამამი და სექსუალური სცენური იმიჯით არის ცნობილი. ეს ამ ცერემონიაზეც დაადასტურა და გამჭვირვალე კაბით წარდგა მაყურებლის წინაშე. ცერემონიის მეორე დღეს პრესა იმაზე უფრო მეტს წერდა, როგორი სექსუალური იყო თამთა, ვიდრე დაჯილდოებულებისა და ნომინანტების შესახებ. 

ვისაც არ ახსოვს, მათ შევახსენებ, ვინ არის საბერძნეთისა და კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული პოპმომღერალი თამთა გოდუაძე, ან უბრალოდ თამთა, როგორც იქაურები მოიხსენიებენ. 

თამთა 1981 წლის 10 იანვარს არის დაბადებული საქართველოში. ხუთი წლიდან დაიწყო სიმღერა. თითქმის ექვსი წელი საქართველოში მღეროდა, საბავშვო ჯგუფის ვოკალისტად. პარალელურად სწავლობდა ფორტეპიანოსა და ბალეტს.

საქართველოში ბავშვთა სიმღერების კონკურსის გამარჯვებულიც გახდა, მოზარდობის წლებში კი მუსიკალურ სპექტაკლებში მონაწილეობდა. უმაღლესი განათლებაც აქვე მიიღო - უცხო ენათა ინსტიტუტში რუსული და ინგლისური ენები შეისწავლა, მერე კი, 22 წლისა, საბერძნეთში გაემგზავრა.

როგორც ამბობენ, საბერძნეთში ჩვეულებრივ, სამუშაოდ წავიდა, რადგან მაშინ უკვე შვილი ჰყავდა (თამთას ძალიან ადრე, 14 წლისას გაუჩნდა შვილი), მარტოხელა დედა იყო და მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდებოდა.

საბერძნეთში იმ პერიოდში იწყებოდა შოუ ''სუპერ აიდოლ'', დამწყები ვოკალისტების კონკურსი. მასში თამთამ ფინალამდე მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა. ეს წარმატება ტრამპლინი აღმოჩნდა მისთვის შოუბიზნესის სამყაროში. იმავე წელს გამოჩნდა მისი პირველი სიმღერა Eisai To Allo Mou Miso, რომელიც რადიოჰიტად იქცა.

მას მერე თამთამ არაერთი სიმღერა, ალბომი გამოუშვა, ჩაწერილი აქვს დუეტები საბერძნეთის სუპერვარსკვლავებთან, დადის ტურნეებზე და საკმაოდ წარმატებული და პოპულარული მომღერალია. ბერძნებს ის ძალიან უყვართ.
Rating
თამთას ხშირად იწვევენ ტელეპროექტებში, შოუებში, სხვადასხვა ბრენდის ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიებში და ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი მომღერალიც არის საბერძნეთში. ბოლოს ბერძნული ბრენდის Toi & Moi-ს 2012 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის სარეკლამო სახე იყო.

თამთამ რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა საბერძნეთში ''ევროვიზიის'' შესარჩევ კონკურსებში, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლო ბოლომდე გასვლა და ჯერჯერობით აუხდენელ ოცნებად დარჩა ამ კონკურსზე საბერძნეთის სახელით წარდგომა. 

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, თამთა საბერძნეთში შვილთან ერთად ცხოვრობს. მეორედ ჯერ არ გათხოვილა, თუმცა ბერძნული ტაბლოიდები ხანდახან წერენ მისი რომანის შესახებ რომელიმე ცნობილ სახესთან.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
მარია
თამთა საქართველოს სიამაყეა.მისი წარმატება მახარებს მაგრამ გული მწყდება რონ ქვეყნიდან ყველა მიდის
00:40 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარია
თამთა ბევრისთვის მისაბაძი უნდა იყვეს.მისი წარმატება ძალიან მიხარია მაგრამ გული მწყდება ქვეყანას ასე ყველა რომ ტოვებს.
00:31 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
lela123
გოდუაძე სხვაა და გოგუაძე - კიდევ სხვა! რა დაგემართათ! ორი სხვადასხვა პიროვნებაა!
15:48 / 04-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დარია -ს
ჩამოდი ხიდან არ ჩამოვარდე :D შენ თუ იმ თამთა გოგოუაძეზე ამბობ არც გოგუაძე გცოდნია ეტყობა ყურმოკვირით იცი ქართველი მომღერლები :D
14:43 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიულა
თქვე ბოგმიანებო, გოდუაძეს და გოგუაძეს ვერ არჩევთ ერთმანეთისგან, რა უნდა გელაპარაკოთ, ნეტა თამთასნაორი ქართველი ბევრი დადიოდეს საბერძნეთში,"სიმართლე არავის უყვარს" საერთოდ ცოცხალი შესრულებით თუ მოგისმენია თამთას ნამგერი? თუ მისოკოსგან შორს ხარ საერთოდ? ბოგმა როგორ გახრჩობთ ამ შურიან ქართველებს, ფრთხილად, არ გასკდეთ! მრცხვენია თქვენნაირი Qართველები რომ არსებობენ!
03:31 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაჩო
შენ გაიხარე თამთა, ვიცი, რომ ცხოვრებაში კიდევ უფრო უდიდეს წარმატების მწვერვალებს დაპყრობ. გლოცავ სულით და გულით შენს ულამაზეს ოჯახთან ერთად. თამთა არის არა მარტო უძლიერესი მომღერალი, არამედ უზომოდ ჭკვიანი, ნიჭიერი და მებრძოლი სულის ადამიანია, შედეგიც სახეზეა, სულ მაღლა და მაღლა მიდის მისი წარმატების გზა. გაიხარე თამთა შენს ულამაზეს დედასთან, უსაყვარლეს ქალიშვილთან და კეთილის მსურველებთან ერთად.
03:15 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ათინა
ვისაც როგორ ეცხოვრება ისე ცხოვრობს.ქართველის უბედურებაა,სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა.ღმერთმა ხელი მოუმართოს.
01:58 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ეხლა მივაქციე ყურადღება 1981 წელს ყოფილა დაბადებული. ზუსტად 53 წლის მეგონა.
21:56 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
თამთა გოგუაძე სხვა პიროვნებაა, ეს არის გოდუაძე. სხვათაშორის ბავშვობაში სილამაზის კონკურსზეც აქვს გამარჯვება მოპოვებული. წარმატება თამთა.
21:14 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატია
ლელა ჯობია წურწუმიას უსმინო,მეცოდებიან სჰენნაირები
19:58 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS