07 მაისი, 2013
მომხიბვლელი, მდიდარი მამაკაცები და მათი შეუხედავი ცოლები
კელის კარგა ხანია ''ხელიდან გაექცა'' გარეგნობა და წონა, ქალი ყოველ წელს სულ უფრო უარეს ფორმაში ჩნდება საზოგადოების წინაშე. Ratingმსახიობმა სარა-ჯესიკა პარკერმა, უფრო სწორად კი მისმა გმირმა კერი ბრედშოუმ ვერაფრით მოახერხა კრის ნოტის გმირის - მისტერ ბიგის საკურთხეველთან მიყვანა ფილმში ''სექსი დიდ ქალაქში'', სამაგიეროდ, ეს რეალურ ცხოვრებაში მშვენივრად მოახერხა დამწყებმა მსახიობმა ტარა უილსონმა, თუმცა ქალს ამისთვის, არც მეტი არც ნაკლები, 10 წელი დასჭირდა. 4 წლის წინ წყვილს საერთო ვაჟიც ეყოლა. ქორწილი 2012 წელს შედგა, მეტად რომატიკულ
გარემოში. არადა, კრისმა მომავალი ცოლი თავის ბარში გაიცნო, როცა ტარა სამსახურის საძებნელად მივიდა - ოფიციანტად უნდოდა მუშაობის დაწყება, ახლა წყვილს ამ ბარის გარდა კიდევ რამდენიმე კაფე და ჩაის სალონი აქვთ.


Ratingმსახიობ ჰიუ ჯეკმანის ცოლი მსახიობი დებორა-ლი ფერნესია. მამაკაცს, რომელიც არაერთხელ გამხდარა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტულის მფლობელი, ნებისმიერი ლამაზმანის ხელში ჩაგდება შეეძლო, ის კი, ყველას გასაოცრად, უკვე 15 წელია ერთგულად ცხოვრობს 13 წლით უფროსი ცოლის გვერდით, რომელსაც ჰოლივუდურ წრეებში ზურგს უკან ხშირად ''უსახურ თაგუნიას'' ეძახიან. წყვილმა ერთმანეთი 1991 წელს გაიცნო, როცა დებორა პოპულარული მსახიობი იყო, ჯეკმანი კი - ყველასთვის უცნობი. ისინი მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. ჯეკმენების წყვილი ორ ნაშვილებს ბავშვს ზრდის.


Ratingმსოფლიოში ყველაზე ცნობილი ექიმის ჰაუსის რეალური მეორე ნახევარი თეატრის ადმინისტრატორი ჯო გრინია. კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარებულ ჰიუ ლორის თავისი მომავალი მეუღლე გასული საუკუნის 80-იან წლებში გაუცნია. წყვილი ჯერ დამეგობრდა, შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდათ. ჰიუ ლორი ამბობს, რომ ცოლი დღემდე მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია და ქალში ყველაზე მეტად ლოგიკური აზროვნების უნარს აფასებს.


Rating''ფეისბუქის'' დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა თავისი თანაკურსელი პრისცილა ჩანი მოიყვანა ცოლად. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის, შესაშური სასიძოს რჩეული არა რომელიმე სუპერმოდელი ან მსახიობი, არამედ 2004 წელს უნივერსიტეტის დერეფანში გაცნობილი გოგონა გახდა. როგორც ცუკერბერგი აცხადებს, პრისცილას ის 9 წლის განმავლობაში ხვდებოდა და გოგონამ თავისი უბრალოებით მოხიბლა. როგორც მარკს, ასევე პრისცილას არ უყვართ ფუფუნება, ძვირფასი ნივთები და სრულიად მშვიდად აღიქვამენ თავს დამტყდარ პოპულარობას.


Ratingმსახიობი ვენსან პერესი და მოდელი კარინ სილა უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. დონ-ჟუანების როლების შემსრულებელი ვენსან პერესი ცხოვრებაში წესიერი მეოჯახე და იდეალური ქმარია, უკვე მრავალი წელია მისთვის მხოლოდ ერთი ქალი არსებობს - მეუღლე კარინი, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავს. კარინს ფრანგი და სენეგალელი მშობლები ჰყავს, მისი სიყვარულის მოსაპოვებლად კი ვენსანს ბრძოლაში მოუწია ჩაბმა, მასზე დანიშნულმა კარენმა ვენსანს მოულოდენლად ნიშნობის ბეჭედი დაუბრუნა და მის საუკეთესო მეგობარს, ჟერარ დეპარდიეს გაჰყვა ცოლად. რამდენიმე წელიწადში დეპარდიეს და კარინის ოჯახი დაინგრა და ვენსანმა მაშინვე სთხოვა საყვარელ ქალს ცოლობა, ჟერარ დეპარდიე კი მათ ქორწილში ხელისმომკიდე იყო.


Ratingპირს ბროსნანის მეუღლე ყოფილი ტელეწამყვანი კელი შეი სმიტია. მომხიბვლელი ირლანდიელი მამაკაცი, ლეგენდარული ჯეიმს ბონდი, 60 წლის ასაკშიც ინარჩუნებს სექსუალობას და კვლავაც ხიბლავს ყველა ასაკის ქალებს. უკვე 17 წელია მის გვერდით საპატიო ადგილს ყოფილი ტელეწამყვანი კელი იკავებს, თუმცა კელის კარგა ხანია ''ხელიდან გაექცა'' გარეგნობა და წონა, ქალი ყოველ წელს სულ უფრო უარეს ფორმაში ჩნდება საზოგადოების წინაშე. მომავალი ცოლი პირს ბროსნანმა 1994 წელს მექსიკაში გაიცნო, როცა კელი მისგან ინტერვიუს იღებდა.


Rating''გუგლის'' მფლობელი, კიდევ ერთი ახალგაზრდა მილიარდერი სერგეი ბრინი კი ბიოინჟინერ ანა ვოიჟიცკიზეა დაქორწინებული. 16,6 მლრ დოლარის მფლობელმა ბრინმა ანა სტუდენტობისას გაიცნო, როცა მისი დისგან ავტოფარეხს ქირაობდა თავის მომავალ კომპანიონთან ერთად, ოფისის ფული რომ დაეზოგათ და იქ ემუშავათ. წყვილმა ქორწილი 2007 წელს ბაჰამის კუნძულებზე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გადაიხადა. ამჟამად ანა კვლევით სამუშაოებს აწარმოებს გენეტიკის სფეროში, ბრინი კი უხვად აფინანსებს ცოლის მეცნიერულ ცდებს.


Rating''დაკარგულების'' ვარსკვლავი ჯოშ ჰოლოვეი უკვე 10 წელია დაქორწინებულია ინდონეზიელ იესიკა კუმალაზე და თავს ბედნიერ მამაკაცად მიიჩნევს. ჯოშმა იცის, რომ უამრავი ქალის კერპია და ამას სრულიად მშვიდად აღიქვამს, ამბობს, რომ ცოლს მისი სჯერა და ეს ოჯახური თანაცხოვრებისთვის სრულიად საკმარისია.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 76 /
****
ძირს ეს დემაგოგია! მომხიბვლაობა მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალობასთან არ არის დაკავშირებული და მგონი "შეუხედავი" მეტისმეტად შეუსაბამო ეპითეტია ამგვარი სტატიისთვის!
23:52 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ეტყობა, ამ ადამიანებმა ერთმანეთში სული აღმოაჩინეს და არა სხეული და ეგაა ნამდვილი, უამბიციო სიყვარული, გაუმარჟოს მათ!!!
23:04 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელუკა
ვისი რა საქმეა,ვის ვინ უყვარს,ვინ ვისი ცოლი,ან ქმარია,ვინ ვისთან წევს...ყველამ მიხედოს თავისას!
21:59 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ან
მე ერთი უბედურება მჭირს ჩემს თვალს უყვარდება ხოლმე ამიტომ ჩემთვის სილამაზე როგორც გარეგნული ასევე სულიერი მნიშვნელოვანია მარტო ერთი არ მაკმაყოფილებს!
21:59 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
სიყვარულს თვალები არ ააქვსოოო. მათ უყვართ, ვისი რა საქმეა ლააზია თუ შეუხედავი.
18:44 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ablabuda
საერთოდ არ მიყვარს სიტყვა "მახინჯი"-ს ხმარება მაგრამ აშკარად შეუხედავი მეორე ნახევრები ჰყავთ რა კოშმარია
16:51 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
აქ მგონი შესაფერისი წყვილები უფრო მეტია ვიდრე შეუფერებელი.. ფულით და სილამაზით სიყვარულს ვერასდროს იყიდი. ის ყველაფერი დროებითია...
15:58 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
MMM
რატომ მიგაჩნიათ ამ ქალთა უმეტესობა შეუხედავი მაინტერესებს.. უბრალოდ ცუდ მომენტებში გადაღებული სურათებია, ყველანი მაკიაჟის გარეშე არიან,ბევრი ულამაზესად აღიარებული ვარსკვლავი უმაკიაჟოდ ასევე გამოიყურება... აბა მოძებნეთ უკეთესი სურათები!!!
15:09 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ემოლას
რატომ აქილიკებთ და იწუნებთ ვარსკვავების მეორე ნახევრებს ასე გამეტებით ხალხო? დავიჯერო ყველანი კალმით ნახატი და ენით აღუწერელი სილამაზის ხართ, ან თუ უნაკლო სხეული არ აქვს ადამიანს მას უფლება უნდა წაერთვას უკეთესი ვიზუალის ან მატერიალური მდგომარეობის მქონე ადამიანი შეუყვარდეს?? დრო უმოწყალოა, ვაი და ეს სილამაზეც შეიწიროს, ამიტომ პირველ რიგში შენი სულიერი მეორე ნახევარი უნდა ეძებო ადამიანში და როცა მას იპოვი, დარწმუნებული იყავი რომ ის პლანეტის ყველაზე ლამაზი ქმნილება გახდება შენთვის... ასე რო ,,ალენ დელონებო" და ,,მონიკა ბელუჩებო" დააყენეთ ადგილები...
14:14 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
არ მიყვარს სიტყვა მახინჯი მარა აშკარად კასელის და ლორის ცოლებზე ზედ გამოჭრილია,განსაკუტრებით სილა,სუფთა შიმპანზე,ასეთი რა ბუნება აქვთ რითი მოიხიბლნენ თუ ბუნებით საქართველოში რომ ბუნებაააა ჩამოვიდნენ არ უნდათ? :D
14:06 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS