07 მაისი, 2013
მომხიბვლელი, მდიდარი მამაკაცები და მათი შეუხედავი ცოლები
კელის კარგა ხანია ''ხელიდან გაექცა'' გარეგნობა და წონა, ქალი ყოველ წელს სულ უფრო უარეს ფორმაში ჩნდება საზოგადოების წინაშე. Ratingმსახიობმა სარა-ჯესიკა პარკერმა, უფრო სწორად კი მისმა გმირმა კერი ბრედშოუმ ვერაფრით მოახერხა კრის ნოტის გმირის - მისტერ ბიგის საკურთხეველთან მიყვანა ფილმში ''სექსი დიდ ქალაქში'', სამაგიეროდ, ეს რეალურ ცხოვრებაში მშვენივრად მოახერხა დამწყებმა მსახიობმა ტარა უილსონმა, თუმცა ქალს ამისთვის, არც მეტი არც ნაკლები, 10 წელი დასჭირდა. 4 წლის წინ წყვილს საერთო ვაჟიც ეყოლა. ქორწილი 2012 წელს შედგა, მეტად რომატიკულ
გარემოში. არადა, კრისმა მომავალი ცოლი თავის ბარში გაიცნო, როცა ტარა სამსახურის საძებნელად მივიდა - ოფიციანტად უნდოდა მუშაობის დაწყება, ახლა წყვილს ამ ბარის გარდა კიდევ რამდენიმე კაფე და ჩაის სალონი აქვთ.


Ratingმსახიობ ჰიუ ჯეკმანის ცოლი მსახიობი დებორა-ლი ფერნესია. მამაკაცს, რომელიც არაერთხელ გამხდარა პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცის ტიტულის მფლობელი, ნებისმიერი ლამაზმანის ხელში ჩაგდება შეეძლო, ის კი, ყველას გასაოცრად, უკვე 15 წელია ერთგულად ცხოვრობს 13 წლით უფროსი ცოლის გვერდით, რომელსაც ჰოლივუდურ წრეებში ზურგს უკან ხშირად ''უსახურ თაგუნიას'' ეძახიან. წყვილმა ერთმანეთი 1991 წელს გაიცნო, როცა დებორა პოპულარული მსახიობი იყო, ჯეკმანი კი - ყველასთვის უცნობი. ისინი მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილი. ჯეკმენების წყვილი ორ ნაშვილებს ბავშვს ზრდის.


Ratingმსოფლიოში ყველაზე ცნობილი ექიმის ჰაუსის რეალური მეორე ნახევარი თეატრის ადმინისტრატორი ჯო გრინია. კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარებულ ჰიუ ლორის თავისი მომავალი მეუღლე გასული საუკუნის 80-იან წლებში გაუცნია. წყვილი ჯერ დამეგობრდა, შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდათ. ჰიუ ლორი ამბობს, რომ ცოლი დღემდე მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია და ქალში ყველაზე მეტად ლოგიკური აზროვნების უნარს აფასებს.


Rating''ფეისბუქის'' დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა თავისი თანაკურსელი პრისცილა ჩანი მოიყვანა ცოლად. მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის, შესაშური სასიძოს რჩეული არა რომელიმე სუპერმოდელი ან მსახიობი, არამედ 2004 წელს უნივერსიტეტის დერეფანში გაცნობილი გოგონა გახდა. როგორც ცუკერბერგი აცხადებს, პრისცილას ის 9 წლის განმავლობაში ხვდებოდა და გოგონამ თავისი უბრალოებით მოხიბლა. როგორც მარკს, ასევე პრისცილას არ უყვართ ფუფუნება, ძვირფასი ნივთები და სრულიად მშვიდად აღიქვამენ თავს დამტყდარ პოპულარობას.


Ratingმსახიობი ვენსან პერესი და მოდელი კარინ სილა უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. დონ-ჟუანების როლების შემსრულებელი ვენსან პერესი ცხოვრებაში წესიერი მეოჯახე და იდეალური ქმარია, უკვე მრავალი წელია მისთვის მხოლოდ ერთი ქალი არსებობს - მეუღლე კარინი, რომელთანაც ოთხი შვილი ჰყავს. კარინს ფრანგი და სენეგალელი მშობლები ჰყავს, მისი სიყვარულის მოსაპოვებლად კი ვენსანს ბრძოლაში მოუწია ჩაბმა, მასზე დანიშნულმა კარენმა ვენსანს მოულოდენლად ნიშნობის ბეჭედი დაუბრუნა და მის საუკეთესო მეგობარს, ჟერარ დეპარდიეს გაჰყვა ცოლად. რამდენიმე წელიწადში დეპარდიეს და კარინის ოჯახი დაინგრა და ვენსანმა მაშინვე სთხოვა საყვარელ ქალს ცოლობა, ჟერარ დეპარდიე კი მათ ქორწილში ხელისმომკიდე იყო.


Ratingპირს ბროსნანის მეუღლე ყოფილი ტელეწამყვანი კელი შეი სმიტია. მომხიბვლელი ირლანდიელი მამაკაცი, ლეგენდარული ჯეიმს ბონდი, 60 წლის ასაკშიც ინარჩუნებს სექსუალობას და კვლავაც ხიბლავს ყველა ასაკის ქალებს. უკვე 17 წელია მის გვერდით საპატიო ადგილს ყოფილი ტელეწამყვანი კელი იკავებს, თუმცა კელის კარგა ხანია ''ხელიდან გაექცა'' გარეგნობა და წონა, ქალი ყოველ წელს სულ უფრო უარეს ფორმაში ჩნდება საზოგადოების წინაშე. მომავალი ცოლი პირს ბროსნანმა 1994 წელს მექსიკაში გაიცნო, როცა კელი მისგან ინტერვიუს იღებდა.


Rating''გუგლის'' მფლობელი, კიდევ ერთი ახალგაზრდა მილიარდერი სერგეი ბრინი კი ბიოინჟინერ ანა ვოიჟიცკიზეა დაქორწინებული. 16,6 მლრ დოლარის მფლობელმა ბრინმა ანა სტუდენტობისას გაიცნო, როცა მისი დისგან ავტოფარეხს ქირაობდა თავის მომავალ კომპანიონთან ერთად, ოფისის ფული რომ დაეზოგათ და იქ ემუშავათ. წყვილმა ქორწილი 2007 წელს ბაჰამის კუნძულებზე, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გადაიხადა. ამჟამად ანა კვლევით სამუშაოებს აწარმოებს გენეტიკის სფეროში, ბრინი კი უხვად აფინანსებს ცოლის მეცნიერულ ცდებს.


Rating''დაკარგულების'' ვარსკვლავი ჯოშ ჰოლოვეი უკვე 10 წელია დაქორწინებულია ინდონეზიელ იესიკა კუმალაზე და თავს ბედნიერ მამაკაცად მიიჩნევს. ჯოშმა იცის, რომ უამრავი ქალის კერპია და ამას სრულიად მშვიდად აღიქვამს, ამბობს, რომ ცოლს მისი სჯერა და ეს ოჯახური თანაცხოვრებისთვის სრულიად საკმარისია.

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 76 /
კაი
მე არ მიკვირს, დედაჩემი სასიამოვნო გარეგნობის ქალია, მაშინ როდესაც მამაჩემი გარეგნობით მსუბუქად რომ ვთქვათ ვერ დაიკვეხნის. თქვენნაირი ლოგიკის (ლამაზი კაცი/ქალი აუცილებლად სიმპატიურ ქალთან/კაცთან) თანახმად დედაჩემსაც სიმპატიური კაცი უნდა შეერჩია. არადა ჩემი მშობლები 25 წელია ერთად ცხოვრობენ და ბედნიერები არიან. გარეგნობა მთავარი არ არის.
21:41 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nata
პირს ბროსნანის ცოლი ძალიანაც ლამაზია. დანარჩენები მართლაც ძალიან ულამზოები არიან, მაგრამ მთავარი სილამაზე კი არა მამაკაცის შებმის უნარია, რაც ლამაზ ქალებს ეთაკილებათ. არადა რა ადვილია
10:34 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
megi
ჩემი გასარჩევი ნამდვილად არაა ამ მამაკაცების არჩევანი, მაგრამ ღმერთო მაპატიე და ასე მგონია ასეთი ტიპის მამაკაცებს ქვეცნობიერად დედა სჭირდებათ და არა ცოლი
21:44 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიას
გეთანხმები, ისე, სილამაზე, ჭკუა და ბედნიერება ერთდროულად რომ იყოს, არ შეიძლება?
17:32 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ცუდ კომენტარებს ზუსდატაც თვითონ ბანძი, უჟასი და ქაჯი ქალები წერენ, საკუთარი თავები მაგარი ნაშები რომ გონიათ :)))))))))))
15:40 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სარა
შეიძლება გარეგნობით ვერ დაიკვეხნიან,მაგრამ ჭკუით რო მაგრები არიან ფაქტი სახეზეა-მდიდარი და სიმპო კაცები ითრიეს.ფულით კი სასწაულებს მოახდენენ.
20:58 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბობი ბრაუნი
ირინა სარშვილი რატო არაა სიაში ტო,ამათ ყველას გადაუჯოკრავდა სიმონ,მაგრა გული დამწყდა
14:21 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
katerina
პირს ბროსნანის მეუღლეზე ნამდვილად ვერ ვიტყვი რო შეუხეავია....ძალიან სიმპატიური ქალია დზალიან ..... სავსე ფორმებიტ...უხდებიან ერთმანეთს...
13:13 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მაჩეტე
ნატალი შენ რა დედატერეზა ხარ გიჯო :D
17:56 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
გარეგნობას არ აქვს მნიშვნელობა მტავარია ურტიერტ გაგება და პატივისცემა
10:30 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS