
დონალდ ტრამპი, ყველაზე ექსცენტრული ამერიკელი პოლიტიკოსი , სიმდიდრით, უცნაური ვარცხნილობითა და ლამაზი ქალების მიმართ სიყვარულით ცნობილი.
ტრამპის ამჟამინდელ მეუღლეს, მელანია ტრამპს, ყველანაირი შანსი აქვს აშშ
სკანდალური მილიარდერის მესამე ცოლი - სლავური წარმოშობის, ცნობილი მოდელია. მელანია სოციალისტურ იუგოსლავიაში დაიბადა. სამოდელო მოღვაწეობა 16 წლის ასაკში დაიწყო. კარიერის დასაწყისში თამამ ფოტოსესიებს არ ერიდებოდა, მაგრამ გათხოვების შემდეგ, კამერის წინ გაშიშვლებაზე უარი თქვა. 2000 წელს კი ერთ-ერთი ჟურნალის, "მის ბიკინის" ტიტული მიიღო.
სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პირი, ნიუ-იორკში, წვეულებაზე გაიცნო. წვეულებაზე ტრამპი მარტო არ ყოფილა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მელანიასთან მისულიყო და მისთვის ტელეფონის ნომერი ეთხოვა. ტრამპი მელანიას კარიერულ წინსვლაში ძალიან დაეხმარა. მოდელმა დონალდის ძალისხმევა დააფასა და რამდენიმე თვეში მათ შორის ვნებიანი რომანი გაჩაღდა.
ყურებამდე შეყვარებული მილიარდერი, მელანიას სიყვარულზე ერთ-ერთი რადიოგადაცემის პირდაპირ ეთერში ალაპარაკდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, თუ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, მელანია ისტორიაში ყველაზე სექსუალური პირველი ლედი იქნება. აქადე კი ამ წოდებას მხოლოდ კარლა ბრუნი ატარებს.
მელანიას ცნობილი, Dior--ის საქორწინო კაბა, ჯონ გალიანოს ავტორობით შეიქმნა, 200 000 დოლარი ღირდა და 20 კგ-ს იწონიდა. მანქანაში ჩასაჯდომად, მელანიას სპეციალური დამხმარეები დასჭირდა.
უზარმაზარი საქორწინო ტორტი, 3000 ვარდით იყო შემკული. ცერემონიის სტუმრები კი ჰოლივუდის მთელი სამყარო და ნიუ-იორკის ფინანსური წრეები გახლდათ.
2010 წლის თებერვალში, მელანიამ საკუთარი დიზაინით დამზადებული საიუველირო კოლექცია გამოუშვა. ამბობენ, დონალდ ტრამპი ბედნიერია, რომ ცოლი საყვარელი საქმითაა დაკავებული.
მატასი ცხომელიძე